პიკის საათი - 28.06.2024
პიკის საათი - 28.06.2024

1) ტყის ხანძრების რისკები, უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები 

ტყეში კოცონის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალში, ტყის დაზიანებულ უბნებში, ტორფიან და გამხმარბალახიან ადგილებში.

ტყეში კოცონის დანთება დასაშვებია სპეციალურად მოწყობილ ბაქანზე, რომელიც 1,5 მ რადიუსში გაწმენდილია ადვილად აალებადი მასალებისგან (ხმელი ბალახი, ფიჩხი, ფოთლები).

ტყეში აკრძალულია ჩაუქრობელი ასანთის ღერის, სიგარეტის ნამწვავისა და სხვა აალებადი საგნების გადაგდება.

ჩართვა მესინჯერით: ნათია იორდანიშვილი – „ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილე.

 

2) „მთის საჩუქარი ბარს“ 

ჩართვა მესინჯერით: პაატა ვარდანაშვილი – ფესტივალის ორგანიზატორი.

 

3) „სამშობლოს განცდა“ – ოთარ ლეჟავას საინტერესო ცხოვრების საინტერესო ამბები

„ფანტასტიკურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. დაწყებული პოეზიიდან, გაგრძელებული არაჩვეულებრივი სიმღერით და დამთავრებული ყოფით. დღეს ბევრი რამ თვალსა და ხელს შუა ქრება. მატერიალურმა იმძლავრა. ფული ლაკმუსად იქცა იმის გასარკვევად, თუ ვინ ხარ შენ!“

„მარტობაა სხვააა და განმარტოება – სხვა. განმარტოება აუცილებელიც კია და ადამაინის ძირითადი უფლებაა“.

„დასრულებული საქმით კმაყოფილება შეიძლება იგრძნოს ადამიანმა, მაგრამ იმ წუთშივე ახალი საფიქრალი იწყება“.

„გეგმა? გეგმა ცხოვრების დასრულებაა ისე, რომ წასვლის წინ მაინც და მაინც არაფრის შემრცხვეს… მინდა ის სიყვარული რაც მე განმიცდია ამ ქვეყანაში, იქით გავიყოლო!“

   სტუმარი: შალვა ლეჟავა – ფოტოგრაფი, მთამსვლელი, პოეტი, მთარგმნელი, ეთნოგრაფიული ნაშრომების ავტორი.

 

4) „მე ვთამაშობ“ – გემბლინგი საქართველოში 

ერთი შეხედვით იოლი ფული ვალებით მთავრდება. ვალები დაცარიელებულ სახლებად, დანგრეულ ოჯახებად, დაკარგულ მეგობრებად იქცევა.

მოთამაშეების დიდი ნაწილი ტელეფონში, ონლაინ თამაშობს. რულეტკა, სლოტები, პოკერი, ნარდი და ბურა – ტელეფონში ყველაფერია. სხვისი თუ საკუთარი ექაუნთებით, სოფლებსა თუ ქალაქებში, ცენტრსა თუ გარეუბანში, ტელეფონის ეკრანებს მიჩერებული ახალგაზრდა კაცები აგებენ ყველაფერს რაც აქვთ – ფულს და დროს.

„მე ვთამაშობ“ – მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ვიდეო ნამუშევარია, რომელიც საქართველოში გემბლინგს, აზარტულ თამაშებს ეხება.

ვიდეო საქართველოში ჩაწერილ ზეპირ ისტორიებზე დაყრდნობითაა შექმნილი.

სტუმარი: მარიამ ნატროშვილი – ხელოვანი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: