პიკის საათი - 28.03.2023
პიკის საათი - 28.03.2023

1) ბავშვის დაბადების დღის აღნიშვნის ნიუანსები

რატომ არ არის სასურველი 1 წლის ასაკში ბავშვის დაბადების დღის აღნიშვნა და რა უნდა გავითვალისწინოთ სკოლამდელი ასაკის იუბილარების შემთხვევაში?

რესპონდენტი: დიანა ტარიელაშვილი – ნეიროპედაგოგი, ფსიქოლოგი, ადრეული და სკოლამდელი განვითარების ექსპერტი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) ცირკის ისტორია ბერძნული მითებიდან დღემდე

28 მარტი ფინეს ბარნუმისა და ჯეიმს ბეილის ხსენების დღეა, მათ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მოხეტიალე ცირკი დაარსეს.

ცირკის საფუძვლებს კი ჯერ კიდევ ბერძნულ მითოლოგიაში ხედავენ.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) ორი ცდა გოეთეზე

„…სხვას რაღას ჰპოვებს ადამის ძე მასზე უკეთესს,

თუ არ ბუენაბ-ღმერთის გამოცხადებათ?

ვით გადააქეცვს იგი სულად სიმყარეს,

და ვით მყარადჰყოფს სულისგან შონილთ“ (კოკა ბრეგაძის თარგმანი).

გამოვიდა კოკა ბრეგაძის წიგნი „ორი ცდა გოეთეზე: გოეთეს მსოფლმხედველობა. გოეთე და ნიცშე.“

წიგნში შესული ორი ნაშრომიდან ერთი გოეთეს მსოფლმხედველობასა და რელიგიურ მრწამსს ეძღვნება, მეორე – გოეთეს შემოქმედების ნიცშესეულ რეცეფციებსა და კრიტიკას.

სტუმარი: კოკა ბრეგაძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) საქართველო VS ნორვეგია

28 მარტს ბათუმის არენა საქართველოსა და ნორვეგიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას უმასპინძლებს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის  ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი  20:00 საათზე შემოგთავაზებთ.

რესპონდენტი: ლაშა გოდუაძე – ჟურნალისტი.

ავტორი: ელენე ბილიხოძე

 

5) „ფიქს თბილისი“

ჩვენს დედაქალაქს კულტურის და დასვენების უამრავი ადგილი შეემატა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, სადაც სამწუხაროდ, ხშირად გვხვდება ვანდალიზმის ფაქტები.

დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობას შესაბამის სამსახურებთან უკვე აპლიკაციის საშუალებით შეეძლება.

„ფიქს თბილისი“ ასე ჰქვია სპეციალურ აპლიკაციას, რომელზეც წვდომა ყველა მოქალაქეს ექნება და რომლის  მიზანია, დედაქალაქში მსგავსი დაზიანებების შესახებ მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება ისე, რომ მოქალაქეს არ მოუწიოს ცხელ ხაზზე დარეკვა,

რესპონდენტი: გიორგი მარგებაძე – მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: