პიკის საათი - 27.12.2024
პიკის საათი - 27.12.2024

1) მიმღებლობა და აღქმის თავისებურებები

„მოსმენა გვიჭირს ადამიანების – ყველას გვინდა, რომ ჩვენი აზრი გამოვთქვათ. ჯერ მოვუსმინოთ და გავიგოთ, იქნებ რა კარგ რამეს ამბობს სხვა ადამიანი, იქნებ იმას ამბობს, რაც გვინდა. ხშირად მიზანი ერთი გვაქვს, მაგრამ ერთმანეთს არ ვუსმენთ. თუ მოსმენის პრობლემა არ გვექნება, არც გაგების პრობლემა იქნება“, – ლალი ბადრიძე.

სტუმარი: ლალი ბადრიძე – საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის დირექტორი.

 

2) დასავლური ღირებულებები

„იცხოვრე თავისუფლად ან მოკვდი“ – ეს ნიუ-ჰემფშიარუს შტატის სლოგანია. ეს ხომ საქართველოს მახასიათებელიცაა, თავისუფლების სიყვარული – ეს არის, რაც გვაერთიანებს.

„ევროპელებს და ამერიკელებს მოსწონთ ჩვენ რომ განსხვავებულები ვართ, ჩვენ რომ ჩვენი ტრადიციები და იდენტობა გვაქვს“, – ირმა შამათავა.

რესპონდენტი: ირმა შამათავა – დართმუსის კოლეჯის მეცნიერთანამშრომელი, მეცნიერებათა დოქტორი, ფიზიკოსი, ელექტროინჟინერი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: