1) საქართველო გეოპოლიტიკური რეალობის პირისპირ
„მსოფლიო იცვლება და ჩვენთვის დღემდე მიღებული ფორმით აღარ იარსებებს. სამყარო მრავალპოლარული გახდა, სადაც დიდ სახელმწიფოებს საკუთარი სტრატეგიული ინტერესები აქვთ. საქართველოს უპირატესი მიზანია ევროპული ოჯახის წევრი გახდეს და სწორად გამოიყენოს შანსი, რომელიც, შესაძლოა, აღარ განმეორდეს“, – ლევან ახალაია.
სტუმარი: ლევან ახალაია – პირველი არხის ჟურნალისტი; საერთაშორისო მიმომხილველი.
2) დიალოგის პერსპექტივა პოლარიზებულ საზოგადოებაში
„დილოგისა და თანამშრომლობის უნარი საკმარისად დიდი მონაპოვარია ნებისმიერი საზოგადოებისათვის. ეს ასე იოლად არ მოდის, როგორც ზეციური საჩუქარი. დგება მომენტი, როცა საზოგადოების კრიტიკულად დიდი ნაწილი ხვდება, რომ ამის გარეშე ერთად ცხოვრების გაგრძელება შეუძლებელია. თანამშრომლობა და დიალოგი ისტორიული იარაღია, რომელიც საზოგადოებამ შეიძლება, ისტორიული ქარტეხილების დროს მოიმარჯვოს. რაც ყველაზე მეტად მხიბლავს ისაა, რომ ჩვენ მსწავლელი ხალხი ვართ კეთილი საწყისით. გონიერი ხელისუფლება საზოგადოებაში არსებულ სიკეთეს გამოიყენებს და ჩვენს ინსრუმენტად, ჩვენს ძალად აქცევს. ისტორია დიდი პრაქტიკაა. შენ ან სწავლობ მის გაკვეთილებს, ან – გაგრიყავს“, – ზაზა ფირალიშვილი.
რესპონდენტი: ზაზა ფირალიშვილი – ფილოსოფოსი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
