1) „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ – „არსებული რეალობა, ჯანმრთელობა, ცხოვრების ხარისხი“
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჯანმრთელობას ასე განმარტავს, რომ ჯანმრთელობა არის სრული ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. მიუხედავად საზოგაოდოებაში დამკვიდრებული სტეორიტიპისა, რომ ჯანმრთელობა რატომღაც მხოლოდ ფიზიკურ კომპონენტთან არის გაიგივებული, სინამდვილეში თვით სამედიცინო საზოგადოებაც კი რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობას, ასევე აცნობიერებს და ითვალისწინებს, რომ ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სხეული, რომ სხეული ჭურჭელია და ამ ჭურჭელს მართლაც სჭირდება გაფრთხილება, როგორც თავად ჭურჭელს ისე მის შიგთავსს“.
ავტორი: მარი მალაზონია – ნუტრიციოლოგი; პროფესორი.
2) ნინო ხარატიშვილის ევროპა
„საერთოდ, სრულყოფილი საზოგადოება არ არსებობს. არც ევროპაა ზებედნიერების გარანტია, მაგრამ ეს არის უკეთესობისკენ სწრაფვა, პროგრესისკენ მიმართული აზროვნება. თუნდაც იმის გააზრება, რომ მხოლოდ ჩემი სიმართლე არ არსებობს, მხოლოდ ჩემი აზრი არ არის სწორი; რომ მე ვთანაცხოვრობ განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებთან და ჩვენ ყველა ერთად ვქმნით ამ საზოგადოებას. არ არის აუცილებელი ყველა საუკეთესო მეგობრები ვიყოთ, მაგრამ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე ვთანხმდებით“, – ნინო ხარატიშვილი.
„საქართველო ისედაც ევროპული ქვეყანაა. თუ სამყარო ერთი დიდი სიმფონიაა, საქართველო ერთი აკორდია, რომელიც ამ სიმფონიაში შესანიშნავად ჰარმონირებს, რადგან ის კულტურა და ფასეულობების მრავალფეროვნება, რაშიც გავიზარდე, სულაც არაა უცხო ევროპისთვის“, – ნინო ხარატიშვილი.
რესპონდენტი: ნინო ხარატიშვილი – მწერალი.
ინტერვიუს უძღვება ჟურნალისტი მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
