ახალი თაობა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობები
ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებული დისტანცია, რუსული პროპაგანდა და „გაყალბებული“ ისტორია, რომელსაც აფხაზ მოზარდებსა და ახალგაზრდებს ასწავლიან.
რესპონდენტები: კახა კვაშილავა – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
გიორგი კინწურაშვილი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია.
„მე სოხუმელი ვარ“
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, 29 წლის წინ განცდილი ამბების გახსენება ყველაზე მტკივნეული მაინც იმ ადამიანებისთვისაა, ვინც წლებია, მშობლიურ მხარეს მოწყვეტილია და აფხაზეთი ენატრება. ომგამოვლილი ქალბატონები სოხუმში ცხოვრების პერიოდს იხსენებენ.
რესპონდენტები: ლიანა მიქაშავიძე – მსახიობი,
ნანა გერგედავა – ექიმი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
„ნიქოზის შვილების“ თბილისური პრემიერა
„ნიქოზის შვილები“ სენტ ჯონსის კოლეჯის კურსდამთავრებულისა და ნიუ-ორკის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტ ნინო ბენაშვილის პირველი ფილმია.
ფილმი სიცოცხლის გამარჯვების სიმბოლოა, რადგან მავთულხლართებიდან 2 კილომეტრში, ნანგრევებზე დაარსებული სახელოვნებო სკოლისა და საერთაშორისო ანიმაციური ფესტივალის ამბავს გვიყვება.
„სწორედ ამ სკოლამ და 2011 წლიდან მასთან ასოცირებულმა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა ნიქოზი და მიმდებარე სოფლები მოსახლეობისგან დაცლას გადაარჩინა“, – ნინო ბენაშვილი.
სტუმარი: ნინო გედენიძე – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი.
ლევან ცხადაძე Buffet Crampon-ის ელჩი გახდა.
მსოფლიოში აღიარებული ქართველი მუსიკოსი /კლარნეტი/, „თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის“ დამაარსებელი და დირექტორია (2008), „ქუთაისის კლასიკური მუსიკის ფესტივალის“ დამფუძნებელი (2012) და „ჭიათურის მუსიკის აკადემიის“ თანადამფუძნებელი (2009) ლევან ცხადაძე Buffet Crampon-ის ელჩი გახდა.
Buffet Crampon ფრანგული ბრენდია, რომელსაც 2025 წელს 200 წელი შეუსრულდება.
„ეს ჩემთვის დიდი პატივია. რაც ეხება მისიას, გავაკეთებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი – ჩემს რესურსს სრულად მოვახმარ საგანმანათლებლო პროექტებს, სტუდენტების დახმარებასა და კონცერტებს“, – ლევან ცხადაძე.
სატელეფონო ჩართვა ამსტერდამიდან: ლევან ცხადაძე – მუსიკოსი.
აფხაზეთი ფონიჭალაში
თბილისში, ფონიჭალაში, სოხუმის ქუჩას აფხაზეთის ქუჩა კვეთს. ამ ქუჩების მოპირდაპირედ, მთავარი გზის მეორე მხარეს – ბზიფის, ფსოუს, ილორის, გაგრის, კელასურისა და სხვა, რამდენიმე სიმბოლური ქუჩა იყრის თავს.
რეპორტაჟი „უნაპირო ქალაქის“ იმ უბნიდან, სადაც ზღვისპირა ქალაქმა დაიდო ბინა.
ავტორი: ელენე ტუშური.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: