1) „ოკუპაციიდან დამოუკიდებლობამდე. 1921-1991”
2021 წლის 25-26 თებერვალსა და 9 აპრილს „უახლესი ისტორიის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა ორი სამეცნიერო კონფერენცია: „საბჭოთა წარსული საქართველოში“, რომელიც საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავს მიეძღვნა, ხოლო „დამოუკიდებლობის 30 წელი“ – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის იუბილეს.
კრებული სწორედ ამ კონფერენციათა მასალებს აერთიანებს.
სტუმარი: გიორგი არქანია – ისტორიკოსი, უახლესი ისტორიის ცენტრის დამფუძნებელი.
2) 27 მაისს ქართველი ფერმწერი შალვა ქიქოძე დაიბადა
შალვა ქიქოძე თანამედროვე ქართული ფერწერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებაში.
მისი ნამუშევრების ნაწილი დაცულია ხელოვნების სასახლის სივრცეში, რომელსაც რადიოგიდი ესტუმრა.
რესპონდენტი: ლელო ჭიჭინაძე – ხელოვნებათმცოდნე.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
3) „დიოგენე – თბილისი – ოდესა“
თბილისის V მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „დიოგენე – თბილისი – ოდესა“ ახალ ეტაპზე გადავიდა.
2024 წლის ზაფხულის სეზონისთვის პირველ ეტაპზე 588 ფილმიდან 256 ფილმი გავიდა; მეორე ეტაპზე უკრაინული მხარის სამი წარმომადგენლისგან შემდგარმა კომისიამ მთავარ კონკურსში მონაწილე 64 ფილმი შეარჩია.
გამოვიდა კობა ცხაკაიას „მოთხრობებად და პიესებად მოყოლილი ამბები“
სტუმარი: კობა ცხაკაია – ფესტივალის თანადამფუძნებელი; მწერალი.
4) კანის 77-ე კინოფესტივალის შეჯამება
ოქროს პალმის რტო ლეგენდარულ მერილ სტრიპს, ფრენსის ფორდ კოპოლას ახალი ფილმით „იმედგაცრუება“, ქალთა უფლებების გამოკვეთილად გაშუქება და მრავალფეროვანი მსოფლიოს ამსახველი აქცენტები კანის 77-ე კინოფესტივალზე.
პირდაპირი ჩართვა მარსელიდან: დემეტრე სამხარაძე – კინომცოდნე; მსახიობი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: