პიკის საათი - 27.04.2023
პიკის საათი - 27.04.2023

1) ველოტურიზმი საქართველოში

Georiders პირველი ველო ტურების კომპანიაა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ფუნქციონირება 1999 წელს ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ფუნქციონირება, როცა საქართველოში ველო კულტურა არ არსებობდა.

რესპონდენტი: დათო ჩოხელი – ველო ტურების კომპანიის Georiders დამფუძნებელი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) „კორაბორაცია“ იგივე „პატარა კორას ამბავი“

წიგნის ავტორი უცნაურ მეგობარს გაიჩენს, რომელიც პანდემიამ მოუყვანა… პატარა ციცქნა კორა, რომლის ისტორია ამ პატარა მოთხრობაში ჩაეტია და რომელმაც თავისი სტუმრობით გამოწვეული შიში გააფერმკრთალა, შეამცირა და ჩვეულებრივ ამბად აქცია.

ყველაზე საინტერესო  ნაწარმოებში მაინც ეგზიუპერის პატარა უფლისწულისა და კორას დამეგობრებაა. წიგნში გადმოცემული სიკეთე, ერთგულება და ურთიერთობები დრამატულ მოვლენებს საინტერესოდ აქცევს. არ არსებობს მკითხველი, რომელიც ციცქნა კორას ავტორივით არ შეიყვარებს.

რესპონდენტი: თინათინ სალაყაია – წიგნის ავტორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) Happy Holi

29 აპრილს, მთაწმინდის პარკში ფერების ინდური დღესასწაული ჰოლი გაიმართება.

„ლეგენდის თანახმად, კრიშნა ლურჯი ფერის იყო, მაგრამ თეთრი შეყვარებული ჰყავდა. დედამ გამოსავალი ნახა და შეყვარებულებს ერთ ფერში შეღებვა შესთავაზა. ასე გაჩნდა ინდურ კულტურაში უძველესი დღესასწაული ჰოლი. ეს ის ერთი დღეა, როცა საკუთარი ფერი დაგავიწყდება და ბედნიერი იქნები“, – დარისპან პრაშერი.

სტუმარი: დარისპან პრაშერი – არასამთავროვო ორგანიზაცია „კულტურული მრავალფეროვნება მომავლისთვის“ თავჯდომარე.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) ქართული ლიტერატურის ფრანგულენოვანი თარგმანები

მთარგმნელმა დალი იაშვილმა 2006 წელს, ფრანკოფინიის ფარგლებში, ფრანგულ ენაზე ნათარგმნი რამდენიმე ქართული ნაწარმოები წარადგინა. ასე დაიწყო ამბავი, რომლეიც დღეს კიდევ ერთი თარგმანით შეივსო.

ამჯერად ქართველი მკთხველი შეაფასებს მიხეილ ჯავახიშვილის „ლამბალო და ყაშას“ ფრანგულენოვან თარგმანს, რომლის პარიზული წარდგენაც 2023 წლის 7 მარტს შედგა.

სტუმარი: დალი იაშვილი – მთარგმნელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) „რა თქმა უნდა, თქვენ მე არ მიცნობთ…“

„სადაც ამ ერთმა ხელნაწერმა ამხელა ემოცია მოიტანა, გააზრებაც კი ჭირს, რა მელის წინ“, – ასე აფასებს  თათია მთვარელიძე ვატიკანის პროპაგანდა ფიდეს არქივში დაცულ ქართულ ხელნაწერეზე მუშაობის შესაძლებლობას და კონკრეტულად სულხან-საბა ორბელიანის ხელნაწერთან უშუალო შეხებას.

შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ ვატიკანსა და საქართველოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. მაისში ქართველი მეცნიერები და მკვლევრები ვატიკანიშ არქივში მუშაობას შეუდგებიან.

რესპონდენტი: თათია მთვარელიძე – ელისნისტი, მთარგმნელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ღია მეცნიერების ეროვნული კოორდინატორი .

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: