პიკის საათი - 27.03.2024
პიკის საათი - 27.03.2024

1) დისკუსია ქართული ენის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით

რესპონდენტი: ავთანდილ არაბული – სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ენობრივი პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, აკადემიკოსი.

 

2) „როდესაც ოცნება ხდება, იბადება ახალი ოცნება“

„ამაზე ღრმა ბავშვობიდან მიფიქრია, მიოცნებია, წარმომიდგენია, ცხრილები დამიხაზავს, შემადგენლობები გამომიყვანია, მაგრამ არასოდეს რეალობად არ ქცეულა და იმდენად დაუჯერებელია… წუხელ მთელი ღამე ქუჩაში გავატარე, მთელ საქართველოსთან ერთად ზეიმში, აღნიშვნაში და ემოციების გაზიარებაში?“

სტუმარი: ალექსანდრე ლორთქიფანიძე – მწერალი, ტელეწამყვანი.

 

3) „ისე უნდა ითამაშოთ დღეს, ვითომ ოქროს საწმისს ვიბრუნებთ“

„ეს იყო ის ერთიანობის განცდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან აკლია გუშინ დაიშვა რაღაცნიარი პრეცენდენტი საერთო ზეიმის, რამდენი ხანია ჩვენს ქვეყანას არ ჰქონია საერთო ზეიმი და ზოგადად ადამიანს არ ჰქონია ზეიმის განცდა. ეს მოახერხეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, რომ მთელი ქვეყანა სიხარულით ზანზარებდა“.

რესპონდენტი: კატო ჯავახიშვილი – პოეტი.

 

3) „არცერთი თერთმეტრიანისთვის არ მიყურებია“ – გიორგი ჭიაბრიშვილი

„ეს ის დილაა, როდესაც პრობლემა არ არსებობს, დღეს ყველა ბედნიერია, ძალიან გაჭირვებული და ძლიან დიდი პრობლემებით დახუნძლული ადამიანიც“

„არცერთი თერთმეტრიანისთვის არ მიყურებია, ხმებს ვუსმენდი ბოლომდე და ბოლო ხმა იყო სასწაული, ბოლო დარტყმა, რომლის გატანის შემთხვევაში უკვე გავდიოდით… ხმაც ისეთი მოვიდა და ემოციაც, რომ აღარ წავიდა. ვიმედოვნებ, რომ დიდხანს დარჩება ჩვენთან ეს მუხტი და ეს ემოციები“.

რესპონდენტი: გიორგი ჭიაბრიშვილი – საფეხბურთო მწვრთნელი.

წამყვანები: ელენე ბილიხოძე; მარიამ ჩოჩია.

 

4) რა ხდებოდა საბერძნეთის ქუჩებში ისტორიული მატჩის შემდეგ?

„ისეთი მეტოქე შეგხვდა, ჩვენი ევროპელი ნათლიები სწორედ ბერძნები იყვნენ, Georgia პირველად სწორედ მათ გვიწოდეს და სიმბოლური იყო რომ მათთან მატჩით მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე“

რესპონდენტი: ავთანდილ გიუნაშვილი – ქართველი ემიგრანტი საბერძნეთში.

 

5) ქართულ-ბერძნული ოჯახის გულშემატკივრობა საქართველოს

„ჩვენ ყველა ვგულშემატკივრობდით საქართველოს, როგორც კი ჩვენი ნაკრები ფინალში მოხვდა ჩემმა მეუღლემ თქვა, რომ საქართველო ამას ისმახურებს, რომ ჩვენთვის ეს ისტორიული დღე იქნებოდა და ის მთელი გულით გულშემატკივრობდა საქართველოს“.

რესპონდენტი: ირინა ლომთაძე – ქართველი ემიგრანტი საბერძნეთიდან.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: