პიკის საათი - 26.09.2022
პიკის საათი - 26.09.2022

1) დრამერების სკოლა

დრამერების სკოლა, რომელიც 10 წლის იუბილესათვის ემზადება დაინტერესებულ ახალგაზრდებს პოპულარულ კომპოზიციებს, კინომუსიკას და მსოფლიო ვოკალური ჰიტების ინსტრუმენტულ ვერსიებს ასწავლის.

რესპონდენტები: გიორგი ვართანოვიდრამერების სკოლის დამფუძნებელი,

ლადო სიხარულიძე, გიორგი აფშილავადრამერები,

ელენე მაღრაძედრამთერაპიის ტრენერი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

2) პროფესიები, რომლებიც „შეიწირა“, ან განავითარა პანდემიამ

აშშ-ის სამუშაო სტატისტიკის ბიურო ვარაუდობს რომ მომავალ 10 წელში მოთხოვნა გაიზრდება ინფორმაციის ანალიტიკოსებზე, დეველოპერებზე, სტატისტიკოსებსა და მონაცემთა მეცნიერებზე. ვარაუდობენ, რომ 85 მილიონი სამუშაო ადგილი გაქრება, 97 მილიონი კი გაჩნდება.

რესპონდენტი: ნინა პერტენავა – სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია.

3) უცხო ენის შესწავლის ძირითადი პრინციპები

არსებობს მოსაზრება, რომ უცხო ენის შესწავლა რთულია;

რომ ბავშვები უკეთ ითვისებენ, ვიდრე უფროსები;

რომ ვერასდროს ისაუბრებ უცხო ენაზე ისე, როგორც მშობლიურზე… თუმცა, კვლევები საპირისპიროს ადასტურებს და რამდენიმე ძირითად პრინციპსაც გვიზიარებს. როგორ ავითვისოთ ეფექტურად უცხო ენა?

ავტორი: ელენე ტუშური.

4) პირველად საქართველოში – დანების შოუ (Kniff Show)

პირველად საქარველოში ჩატარდა დანების შოუ (Kniff Show), რომელიც ქართველი მეიარაღეების გამოცდილების გაზიარებასა და ინდუსტრიის განვითარებას ისახავს მიზნად.

სტუმრები: ლაშა ავალიანი – 2022 წლის საუკეთესო დასაკეცი დანის ავტორი,

დემურ კეზუა – 2022 წლის საუკეთესო ფიქსირებული დანის ავტორი.

5) მარცხის, ნდობისა და გამარჯვების ფსიქოლოგია სტადიონზე

„მადლობა ხვიჩას და მის თაობას, რომ ამხელა სიხარული მოგვიტანეს. ეს მატჩი, ამ დაყოფილ და გათითოკაცებულ დროში, საერთო სიხარულის ბიძგად იქცა“ – ასე ეხმიანება თორნიკე ბერიშვილი საქართველოს ნაკრების გამარჯვებას – ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე.

სტუმარი: თორნიკე ბერიშვილი – ფსიქოლოგი.

6) რუბრიკა „კლასობანა“ – ბავშვის ჰიგიენა

ბავშვის ორგანიზმში დაბადებისთანავე იწყება იმუნიტეტის გამომუშავება ინფექციური ანტიგენებისა და ალერგენების მიმართ. დროთა განმავლობაში ბავშვის აღზრდისა და მასზე ზრუნვის მეთოდები მუდმივად იცვლება. ამიტომ ფსიქოლოგები და ექიმები მშობლებისთვის ახალ-ახალ რეკომენდაციებს ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ სისუფთავე უმნიშვნელოვანესია, სტერილური გარემო ძლიერი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას ხელს უშლის.

რესპონდენტები: მაია ნიკოლაძე, ქეთა აბაშიძე – მშობლები,

ეკა ყიფიანი – პედიატრი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: