1) რამინ მიქაბერიძე – 80
2) „ქართველების „პარიჟი“
მერი შერვაშიძე, მელიტა ჩოლოყაშვილი, რიმა ერისთავი, ანა ჭავჭავაძე და ლილია ზელენსკაია – კოკო შანელის სამოდელო სახლის არისტოკრატი ქართველი მოდელები.
სტუმარი: ნინო ხოფერია – კინოდოკუმენტალისტი; ლიტერატურისმცოდნე.
3) ლელი ბლაგონრავოვას „42 ფირი ნეპალიდან“
ლელი ბლაგონრავოვა 15 წლის ასაკში დაინტერესდა ფოტოგრაფიით. მრავალწლიანი პროფესიული და შემოქმედებითი გამოცდილება მოიცავს დოკუმენტურ, ომის, ქუჩის, კომერციულ ფოტოგრაფიას და პირად პროექტებს. ლელი დღემდე არ კარგავს ინტერესს ფირის ფოტოგრაფიისადმი და მისთვის ფირი ისტორიის თხრობის შეუცვლელი მედიუმია.
„ფირზე გადაღება იმდენად რთულია, რომ მუდმივად გიწევს ფიქრი. შემიძლია შევადარო. კარგ კონცერტზე რომ ხარ და ტელეფონით არ იღებ იმიტომ, რომ ემოციისა და შეგრძნების დამახსოვრება გინდა, ზუსტად ასეა. ფირზე მუშაობაც იმ მომენტით ცხოვრებაა“, – ლელი ბლაგონრავოვა.
ფოტოპროექტი „42 ფირი ნეპალიდან“ შემეცნებითი მოგზაურობაა, რომელსაც ფოტოგრაფის ვორქშოპი ახლავს ქუჩის ფოტოგრაფიაზე. კომპოზიცია, ფერი, ფირის ფორმატი, იუმორი და გარემო ერთი ფოტოგრაფის გამოცდილებით.
სტუმარი: ლელი ბლაგონრავოვა – ფოტოგრაფი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
4) „ჰოლივუდი ვაგონის კედელზე“
„ჰოლივუდი ვაგონის კედელზე“ – ასე ჰქვია ეკა ქევანიშვილის ახალ წიგნს, რომელიც საქართველოს ერთ პატარა ქალაქში მომხდარ ამბებზე გვიყვება.
წიგნის ავტორს სურს მომავალ თაობას მაშინდელი ამბები ნათლად დაანახოს და უთხრას, რომ უკან დაბრუნება არ შეიძლება.
რესპონდენტი: ეკა ქევანიშვილი – მწერალი; ჟურნალისტი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: