1) „ქალები მასკულინურ პროფესიებში“
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქალ მძღოლთა დასაქმების მიზეზები და მოტივაცია;
ბარიერები, რომელსაც ქალები ტრანსპორტის სექტორში დასაქმებისას აწყდებიან;
კაცებით დომინირებულ, მასკულინურ სფეროში ქალთა სამუშაო გამოცდილებების სპეციფიკა და შექმნილი სამუშაო პირობები.
სტუმარი: მარიამ კანდელაკი – გენდერის მკვლევარი.
2) „საშობაო ჟრიამული“
რეჟისორ იოსებ ბაკურაძის ახალი სპექტაკლის პრემიერა.
თეატრი 3 იანვრიდან ყოველდღიურად უმასპინძლებს ბავშვებს ჯადოსნურ გარემოში.
სტუმარი: ეკა ბაკურაძე – მსახიობი; მოძრაობის თეატრის მენეჯერი.
3) საშობაო საგალობლები
ანსამბლ „შავნაბადას“ საშობაო საგალობლების თვითმასწავლებელი კრებული. რომელშიც აუდიო ნიმუშები წარმოდგენილია ერთიან და დაშლილ ხმებად, რომელსაც თან ერთვის ქართულ საეკლესიო გალობის კრებულსა და ქართული გალობის ანთოლოგიაში შესული საგალობელთა სანოტო ვერსიები.
სტუმარი: ლაშა გელაშვილი – ახალი ბანას საინიციატივო ჯგუფის წევრი.
სატელეფონო ჩართვა: დათო ცინცაძე – ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი.
4) „ჩემი ცხოვრების ფილმები“
ფრანგი რეჟისორისა და კინოკრიტიკოსის, ფრანსუა ტრიუფოს წიგნის ქართული თარგმანის წარდგენა.
როგორც წიგნის მთარგმნელი და თავად რეჟისორი, ნუცა ალექსი-მესხიშვილი წერს თავის შესავალში: „რაზეა ეს წიგნი? კინოზე, მის მშვენიერებასა და მისი შექმნის სირთულეებზე. ის აერთიანებს ფრანსუა ტრიუფოს სხვადასხვა დროს დაწერილ სტატიებს, სადაც მთავარი გმირები მისი საყვარელი რეჟისორები და მათი საკულტო ფილმებია. ფოტოებში, თითქმის ყველა მათგანი, კინოკამერასთან დგას, ყველა ფოტოში იგრძნობა მათი განსაცდელი; მათი ბიოგრაფიიდან ვიგებთ, რამდენად რთულ საქმეს არიან შეჭიდებულები და როგორ იბრძვიან იმისთვის, რომ ყოველი ფილმი წარმატებული იყოს.“
რესპონდენტი: შორენა შავერდაშვილი – გამომცემლობა სეზან ფაბლიშინგის გამომცემელი.
5) რადიოგიდი ბუკინისტურ კუთხეს ესტუმრა
რადიოგიდი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ბუკინისტურ კუთხეს ესტუმრა, ამ სივრცეში უამრავ საინტერესო გამოცემას იხილავთ, მათ შორსი ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ გამოცემებსაც.
ყველაზე ძველი წიგნი კი 1879 წლით თარიღდება და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ სივრცეში წიგნებიც ითვლიან ახალ-ახალ წლებს.
რესპონდენტი: მარიამ ფახურიძე – ბუკინისტური კუთხის დამფუძნებელი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: