პიკის საათი - 24.12.2024
პიკის საათი - 24.12.2024

1) მაია ჩიკვილაძის ევროპა

„საფრანგეთში ქართველად ვგრძნობ თავს და საქართველოში – ფრანგად. უცხოეთში ჩემი ქართველობა აშკარაა – პრინციპულობით, ქცევით, ემოციით, სისხარტით… ჩემს გუნდში ჩემი ქართული ხასიათი ზედმიწევნით კარგად იციან. საქართველოში თავს ადამიანურ სითბოში ვპოულობ, რასაც საფრანგეთში ხელოვნურად ვერ შევქმნი. თუმცა, გული მტკივა ურთიერთგაუტანლობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ სულ ვამტკიცებთ როგორი გამტანი ერი ვართ“, – მაია ჩიკვილაძე.

„ევროპელებს სამშობლოს უპირობო სიყვარული შეგვიძლია ვასწავლოთ!“, – მაია ჩიკვილაძე.

რესპონდენტი: მაია ჩიკვილაძე – საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ნევროლოგი.

 

2) მსოფლიო ტრამპის მოლოდინში

„ტარმპი მკაფიოდ მიანიშნებს, რომ ამერიკა არაფრის დათმობას აპირებს!“, – გიორგი ლაბაძე.

  • ამერიკის კონტინენტის გათავისუფლება უცხოური, მათ შორის, რუსული, ჩინური და ირანული გავლენებისგან.
  • ეკონომიკურ და გლობალურ ექსპანსიაში ჩართულ ჩინეთთან ურთიერთობის გადასინჯვა.
  • ამერიკის ინტერესი შავი ზღვის, პანამის არხისა და გრენლანდიის მიმართ.
  • უკრაინა და აშშ-ის შესაძლებლობების ზღვარი.
  • ტრამპის როლი ნატოს გაზრდილი ბიუეტის საკითხში.

სტუმარი: გიორგი ლაბაძე – ამერიკისმცოდნე; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: