პიკის საათი – 20.12.2024

11:17, 20.12.2024
-0:00

1) პროფკავშირების როლი და ფუნქცია

პროფკავშირების ისტორიული როლი საქართველოში, მისი ეფექტურობა, თანამედროვე გამოწვევები და საერთაშორისო გამოცდილება.

რესპონდენტი: რაისა ლიპარტელიანი – პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე.

 

2) რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი

20 დეკემბერს – რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეს, მწერლის სახელობის რიგით მე-15 ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

რესპონდენტი: თამარ შაიშმელაშვილი – კონკურსის დამფუძნებელი, ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ რედაქტორი.

 

3) სოლომონ ნერგაძის ევროპა

„ევროპას აქვს ბევრი კარგი და ცოტა ცუდი. ყველაზე კარგი ის არის რომ პიროვნებად გრძნობ თავს, და არა მარტო უნივერსიტეტის პროფესორი, არამედ უმუშევარიც. სახელმწიფო ყველას აყენებს ერთნაირ მდგომარეობაში“, – სოლომონ ნერგაძე.

„იტალიაში ტრადიციებს ძალიან უფრთხილდებიან, რელიგიურ და სახალხო დღესასწაულებს ყველა აღნიშნავს. დამოკიდებულება შვილების მშობლებისადმი, ძველი ქართულივით არის. ოჯახი ძალიან წმინდა რამ არის იტალიელთათვის“, – სოლომონ ნერგაძე.

რესპონდენტი: სოლომონ ნერგაძე – იტალიის ქალაქ პავიას უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, მწერალი.

ინტერვიუს უძღვება ჟურნალისტი მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი