1) ანა ჯავახიშვილისა და ლუკა ბაქანიძის ახალი კრებულები
ანა ჯავახიშვილის პოეტური კრებული „სარდაფის ცოლები“ 45 ლექსს აერთიანებს.
ლუკა ბაქანიძე პროზაულ კრებულს – „რომელი ხარ სარდაფსა შინა“ ოთხი წლის განმავლობაში ქმნიდა. კრებული რვა მოთხრობასა და 20 მინიატურას აერთიანებს.
რესპონდენტები: ანა ჯავახიშვილი – პოეტი და ლუკა ბაქანიძე – მწერალი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) აღზრდა აკრძალვების გარეშე
აკრძალვის როლი ბავშვის აღზრდაში, მისი დაწესების თავისებურებები და ბავშვთან შეთანხმებული წესები.
რესპონდენტი: ქეთევან ოსიაშვილი – ფსიქოლოგი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
3) შენარჩუნებადი განახლება
„ცხოვრება განვითარებას მოითხოვს. ქალაქი მუზეუმად ვერ იქცევა. ქალაქი საზოგადოებაა და სწორედ ამ საზოგადოებისთვისაა საჭირო განახლება“, – ზურაბ ბაქრაძე.
რას ნიშნავს შენარჩუნებადი განახლება და ურბანული გეგმარების რა პრინციპით უნდა ვითარდებოდეს ქალაქი?
სტუმარი: ზურაბ ბაქრაძე – ქალაქმგეგმარებელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
4) „როგორ დავწეროთ მოთხრობა?“ – დამწყები მწერლის სახელმძღვანელო
„ეს წიგნი განსაკუთრებით მოეწონებათ მოზარდებს, რომლებსაც შეუძლიათ მიჰყვნენ ოცნებას და უშრეტი ფანტაზიის საშუალებით შექმნან საკუთარი გამოგონილი სამყარო“, – ეს გურამ მეგრელიშვილის ახალი წიგნია, რომელიც უამრავ ბავშვს თავისი უნიკალურ სათქმელს ათქმევინებს, ვიდრე გაიზრდებიან და სულ უფრო მეტად დაემსგავსებიან სხვას.
სტუმარი: გურამ მეგრელიშვილი – მწერალი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
5) მყარი ნარჩენების გადამუშავება
24 იანვარს გამოუსადეგარი მობილური ტელეფონების გადამუშავების დღე აღინიშნება. მყარი ნარჩენების გადამუშავება არამხოლოდ ადამიანისთვის, ზოგადად ბუნებისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
„ტენე“ კი ის ქართული კომპანიაა, რომელიც სწორედ მეორეული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახმარებით ახალ პროდუქტს ქმნის.
რესპონდენტი: სანდრო ლილუაშვილი – კომპანია „ტენეს“ დამფუძნებელი.
ავტორი: ელენე ტუშური.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: