1) „ტატო“ – მარიკო კვალიაშვილის მუსიკალური პოემა
„ტატო“ – სპექტაკლად ქცეული ორ მოქმედებიანი და თორმეტ სურათიანი მუსიკალური თხრობა ნიკოლოზ ბარათაშვილის ბედისწერაზე.
სპექტაკლისთვის დაიწერა ოცდაერთი ახალი სიმღერა. საღამო სრულიად განსხვავაებული ფორმატისაა, რომელშიც აჟღერდება როგორც საოპერო, ასევე საესტრადო და ხალხური მუსიკა.
სპექტაკლი კოსტიუმირებულია იმ დროისათვის შესაფერისი სამოსით. ეს არის ნიკოლოზ ბარათაშვილის განვლილი ხანმოკლე ცხოვრების ასახვა სცენაზე დაბადებიდან-სიკვდილამდე.
სცენაზე ნიკოლოზ ბარათაშვილთან ერთად გაცოცხლდება ყველა ის პერსონაჟი ვინც დიდი პოეტის ირგვლივ არსებობდა.
სტუმრები: მარიკო კვალიაშვილი – კომპოზიტორი; ნატა ფირცხალავა – პროდიუსერი.
წამყვანი: ვანო ქიტუაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
2) ეკა ხითარიშვილის საავტორო რუბრიკა „ადამიანი“ – სულიკო ჟღენტი – 100
ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა კინოში. ათეულობით სცენარი, რამდენიმე წიგნი და არაერთი საერთაშორისო ჯილდო.
კინოდრამატურგის და მწერალის სულიკო ჟღენტის დაბადებიდან 100 წელი გავიდა.
რესპონდენტი: ოლიკო ჟღენტი – ხელოვნებათმცოდნე; კინოდოკუმენტალისტი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
