პიკის საათი - 23.05.2023
პიკის საათი - 23.05.2023

1) „ურმულით“ დაწყებული რადიომაუწყებლობა საქართველოში

1925 წლის 23 მაისს „საქართველოს რადიოს“ ეთერი მარო თარხნიშვილის მიერ შესრულებული „ურმულით“ გაიხსნა.

მარო თარხნიშვილის შვილიშვილი ბებიასაც იხსენებს და იმ პერიოდსაც, როცა რადიომ გადამწყვეტი როლი ითამაშა მის შემოექმედებაში.

რესპონდენტი: მარიკა კვალიაშვილი – კომპოზიტორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) რეპრესირებული ხმები

ჟურნალისტი ელისე პატარიძე, ექიმი მამია ბერიშვილი, მწერალი გრიგოლ რობაქიძე, მწერალი ლევან გოთუა, პოეტი პაოლო იაშვილი – საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი საზოგადო მოღვაწეების ხმები რადიოს ოქროს ფონდიდან.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) მუსიკა საქართველოს რადიოში

მუსიკისმცოდნეები, რადიო ჟურნალისტები და სხვადასხვა დროს საქართველოს რადიოს სხვადასხვა მუსიკალური გადაცემის ავტორები ლალი იმნაიშვილი და ნია ბახტაძე რადიოს განვლილ ისტორიას ერთად იხსენებენ.

ავტორი: ელენე ტუშური

 

4) საქართველოს რადიო 98 წლისაა

„98 წელი… ამ ისტორიას რომ უყურებ, სწავლობ რაღაცეებს მერე გახსენდება ადამიანები, ვინც ამ 98 წლის განმავლობაში აქ მუშაობდა, ამ მიკროფონთან იჯდა და ადამიანებს ესაუბრებოდა. ეს არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ისტორია, რომელიც კიდევ დიდხანს გაგრძელდება“, – მიშო ჯავახიშვილი.

სტუმარი: მიშო ჯავახიშვილი – ანსამბლ „მართვეს“ ხელმძღვანელი, საქართველოს რადიოს წამყვანი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) კლასიკური მუსიკა რადიოში

პირველი შეხება რადიოსთან კონსერვატორიის სტუდენტობის დროს ჰგონდა, სწორედ მაშინ გააკეთა პირველი მასალა, პირველ ქართველ კონკურსის ლაურიანტზე, სანდრო ჩიჯავაძეზე.  მას შემდეგ მოიწამლა რადიოთი და კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, საქმიანობა სწორედ საქართველოს რადიოში გააგრძელა, ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდიც რადიოს უკავშირდება.

სტუმარი: მარიკა ჩიჯავაძე – საქართველოს რადიოს პოდკასტის ავტორი და წამყვანი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

6) მუსიკოსების თანამშრომლობა რადიოსთან

„რადიოს ფუნქცია სიმართლის და ნამდვილი ამბების მოყოლაა. რადიოს ჰქონდა იმის ბედნიერება, რაც კი იქმნებოდა ახალი, კომპოზიტორებს  პირველ რიგში რადიოში მოეტანათ“, – ზურა მჟავია.

სტუმარი: ზურა მჟავია – კომპოზიტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

7) „პიკის საათის“ ამბავი 

ნუგზარ ფოფხაძე ელენე ბილიხოძესთან დიალოგში იხსენებს „პიკის საათის“ შექნის ისტორიას.

რესპონდენტი: ნუგზარ ფოფხაძე.

წამყვანი: ელენე ბილიხოძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: