პიკის საათი - 23.03.2023
პიკის საათი - 23.03.2023

1) საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის წესი

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ავტობუსისგან შემდგარი ავტოპარკით ემსახურება მგზავრებს.

ბოლო დროს, მომსახურების გაუმჯობესების პარალელურად, უკმაყოფილო მგზავრთა რაოდენობაც გაიზარდა.

რესპონდენტი: ვასილ აბულაძე – თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) ვინ იყო სერგეი იუდინი

სერგეი იუდინი ექიმი, რომელმაც მსოფლიოში პირველი სისხლის ბანკი შექმნა.

პარიზის, პრაღისა და კატალონიის ქირურგიული საზოგადოებების საპატიო წევრი, არაერთი სამედიცინო ნაშრომის ავტორი და გვამური სისხლის გადასხმის პიონერი.

სერგეი იუდინის ღვაწლი მედიცინაში.

რესპონდენტი: გურამ მეგრელიშვილი – მწერალი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) სახელმწიფო სერვისების განვითარების სტრატეგია

ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში – შემუშავდა და (2022წ.) მთავრობამ დაამტკიცა „სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წწ. სტრატეგია“ და სამოქმედო გეგმა.

რეფორმის სერვისების მიწოდების კომპონენტზე პასუხისმგებელია – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

სტრატეგიის მიზანია სახელმწიფო მომსახურების გაუმჯობესება ერთიანი მიდგომების დანერგვით ოთხი მიმართულებით:

სერვისის შექმნა, მიწოდება, ხარისხის უზრუნველყოფა, განფასება.

სტრატეგია ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. ამ ეტაპზე სტრატეგიის აღსრულება, ექვსმა სახელმწიფო სერვისის გამცემმა უწყებამ დაიწყო.

სტუმარი: ეკატერინე მრულიშვილი – საჯარო მმართველობის რეფორმის სერვისების მიწოდების კომპონენტის პროექტის მენეჯერი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) „დატკბი ასაკის მატების პროცესით, იყავი კარგ ფორმაში“

გერმანელი ავტორი მარია ბაიერ-დორაციო მრავალი სახელმძღვანელოს, ორი რომანისა და ოთხი სამეცნიერო-პოპულარული წიგნის ავტორია პიროვნების განვითარების, კრეატიულობისა და „სიბერის“ შესახებ.

წიგნი „დატკბი ასაკის მატების პროცესით, იყავი კარგ ფორმაში“ ადამიანებს „სიბერის“ შესახებ ფართოდ გავრცელებული ნეგატიური სტერეოტიპებისა და  ყოველდღიური რუტინის დაძლევაში დაეხმარება.

სტუმრები: მარია ბაიერ-დორაციო – წიგნის ავტორი, ნათია დათუაშვილი – მთარგმნელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) „უკანასკნელი ჩვენგანი“ /The Last of Us/

HBO-ს ახალი სერიალი „უკანასკნელი ჩვენგანი“, რომელიც 2013 წლის კომპიუტერული თამაშის მიხედვითაა გადაღებული, იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მალე მეორე სეზონიც დაიწყება.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: