გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე უკრაინის საკითხის განხილვის პარალელურად უკრაინა მსოფლიო ლიდერების, კონკრეტულად კი დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების მოლოდნშია სანქციების თაობაზე. ამერიკამ უკვე განაცხადა ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე. პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დონეცკსა და ლუგანსკში მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყონ.
უკრაინაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებით მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურად გაფორმდა ის ვითარება, რაც ქვეყანაში 2014 წლიდანაა. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი სამხედრო ძალის ლეგალიზება დააკანონა.
უკრაინაში მყოფი პირველი არხის ჟურნალისტი ლევან ახალაია თვლის, რომ ეს ზუსტად ის სცენარია, რომელიც მსოფლიომ უკვე იხილა 2008 წელს საქართველოში.
- პირველი არხის შემოქმედებითი ჯგუფის შემდეგ რეპორტაჟს ფრონტის ხაზთან მიმდებარე დონეცკის ოლქიდან შემოგთავაზებთ.
სატელეფონო ჩართვა კიევიდან: ლევან ახალაია – პირველი არხის ჟურნალისტი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: