1) დინამო! დინამო!
კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებაში ანსამბლ „ივერიას“ შესრულებულ სიმღერას „დინამო! დინამო!“ ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული ადგილი უკავია. სიმღერის შექმნის შთაგონების წყარო კი 1976 წლის 3 სექტემბერს თბილისის „დინამოსა“ და ერევნის „არარატს“ შორის გამართული მატჩი გახდა.
ცოტა ხნის წინ ანსამბლმა „შვიდკაცამ“ სიმღერის ახალი ვერსია ჩაწერა.
რესპონდენტები: ვაჟა აზარაშვილი – კომპოზიტორი,
რევაზ ჩელებაძე – ფეხბურთელი,
დავით შიშნიაშვილი, ნოდიკო მეტრეველი – ანსამბლ „შვიდკაცას“ წევრები.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) კინომუსიკის თანხლებით – მუნჯი კინოდან დღემდე
2023 წლის 14 იანვარს თბილისში „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ეკრანზე ცოცხალი მუსიკის თანხლებით გავა.
გლობალური საკონცერტო ტური მაღალი გარჩევადობის ეკრანზე ფილმის ყურებასა და კომპოზიტორ ჯონ უილიამსის დაუვიწყარ მუსიკას ტიმოთი ჰენტის დირიჟორობითა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით გვთავაზობს.
ავტორი: ელენე ტუშური
3) საქართველოს თასი სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში
24 და 25 დეკემბერს, საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს თასის გათამაშება ჩატარდება სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში.
გალა საღამო 25 დეკემბერს გაიმართება.
რესპონდენტი: ლელო ჩქარეული – საქართველოს სპორტული ცეკვების ფედერაციის გენერალური მდივანი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
4) „რენუარის, სეზანის და ლოტრეკის საოჯახო რეცეპტები“
„ფრანგული წესით ცხოვრების ხელოვნება“, – ეს ცნობილი გამოთქმა მრავალფეროვან შინაარსს ატარებს, რომელსაც, საფრანგეთში ცხოვრებისას, თავად ეზიარა ფრანგული ენის სპეციალისტი, ფილოლოგი ლელა ჯაფარიძე.
ქარგვის სკოლაში სწავლამ, მაღალი მოდის სახლებთან თანამშრომლობამ, ფრანგულ კულტურასთან ზიარებამ, გარკვეულწილად, ცხოვრებისა და შემოქმედების შინაარსიც განაპირობა. ამჯერად უკვე საქმედ იქცა გამომცემლობისთვის შეთავაზებული იდეა, ერთ წიგნად აკინძულიყო ძველი ფრანგული სურნელით გაჯერებული საოჯახო რეცეპტები.
სწორედ ფრანგული გასტრონომიული და სოციალური წესით ცხოვრობდნენ გამომცემლობის მიერ შერჩეული მხატვრები – პიერ ოგიუსტ რენუარი, ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი და პოლ სეზანი. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში მე-19 საუკუნის სუფრის არომატებსა და კერძებზეა საუბარი, თანამედროვე დიასახლისები და ცნობილი მზარეულები დღესაც იმავე მასალით ამზადებენ ამ კულინარიულ „შედევრებს.“
რესპონდენტი: შორენა შავერდაშვილი – გამომცემელი („სეზან ფაბლიშინგი“).
წამყვანი: სოფო გოდუაძე
5) „ფოლადის მაგნოლიები“ – ხორვატიის პირველი ქალი პრეზიდენტი
ყვითელი პრესა მას მსოფლიო პოლიტიკის სექს-სიმბოლოს უწოდებს, წამყვანი საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემები კი ნატოს გენერალურ მდივნობას უწინასწარმეტყველებენ.
ქალს, რომლის კერპებიც მარგარეტ ტეტჩერი და ანგელა მერკელი არიან, ხშირად ამბობს, რომ ვინმეს მიბაძვა ადვილია, გახდე მისაბაძი – მეტისმეტად რთული…
კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი ხორვატიის ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტი.
ავტორი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: