1) თუშეთის გზამკვლევ-მეგზური
წიგნი, რომელიც თუშეთისკენ მიმავალ საავტომობილო თუ საფეხმავლო გზებზე თქვენი საუკეთესო თანამგზავრი გახდება და ერთი შეხედვით ხიფათიან გზას დაუვიწყარ მოგზაურობად გადააქცევს.
რესპონდენტები: გიორგი ცოცანიძე, გოჩა ღულელაური – წიგნის ავტორები.
ცოცხალი შესრულება – თუშური ბრენდის არქივზე დაფუძნებული „ფოლკლორის სახლის“ მგალობელთა გუნდი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
2) „ბრიტანელი შინდლერი“ – სერ ნიკოლას უინტონი
ათობით წლით შენახული საიდუმლო – ჰოლოკოსტს გადარჩენილი 600-ზე მეტი ბავშვი.
106 წლის სერ ნიკოლას უინტონი, რომელმაც ღრმა მოხუცებულმაც არ დაივიწყა მისი „ბავშვები“ და ლონდონის მახლობლად მოხუცთა თავშესაფრის აშენებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ავტორი: ელენე ტუშური
3) რა უნდა გავითვალისწინოთ მშენებარე ბინის შეძენისას?
ბინის თუ საკუთარი სახლის გაყიდვა, გაქირავება ან შეძენა რთულ პროცესებთან არის დაკავშირებული. მეპატრონესა თუ უძრავი ქონების მაძიებელ პიროვნებას ბევრი ეტაპის გავლა და უამრავი ფაქტორის გათვალისწინება უწევს.
თუ მშენებარე ბინის შეძენა გადაწყვიტეთ, მნიშვნელოვანია შეისწავლოთ ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ.
რესპონდენტი: დავით მეტრეველი – იურისტი
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
4) „დათესე ხორბალი უკრაინავ“
ქართულ-უკრაინული პოეტური კრებული „დათესე ხორბალი, უკრაინავ“ გერმანიაში გამომცემლობა „კლაკ ფერლაგის“ მიერ გამოიცა.
ანთოლოგიაში თავმოყრილია 25 ქართველი და 25 უკრაინელი პოეტის ლექსები. ავტორები ამ ლექსებით ეხმაურებიან უკრაინაში მიმდინარე ომს და მეგობარ უკრაინელ პოეტებს სოლიდარობას უცხადებენ.
სტუმრები: ბელა ჩეკურიშილი – პოეტი; მთარგმნელი; კრებულის რედაქტორი
ზაბინე შიფნერი – გერმანელი პოეტი; მთარგმნელი; კრებულის რედაქტორი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
5) „ჰუმანური შიდა ქართლი“
22 ნოემბერს, ქ. გორში, ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, „ჰუმანური შიდა ქართლის“ ფარგლებში შეხვედრებს გამართავენ ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი შალვა ამონაშვილი, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი პაატა ამონაშვილი და ჰუმანური პედაგოგიკის საქართველოს მოძრაობის ხელმძღვანელი თამარ სხვიტარიძე.
პროექტის მიზანია შიდა ქართლის რეგიონში პედაგოგების და მშობლების გადამზადება, რათა ბავშვებისთვის აღზრდა-სწავლების პროცესი მეტად სასიამოვნო და საინტერესო გახდეს.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
6) #304-ე აუდიტორია – ხელოვნური ინტელექტის სამაგისტრო პროგრამა საქართველოში
BTU-ს სადოქტორო პროგრამა „ციფრული მმართველობა და ხელოვნური ინტელექტი საჯარო სექტორში“ მიზნად ისახავს ციფრული მმართველობის დანერგვისას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობის სტრატეგიულ კვლევებზე მუშაობასა და მკვლევრებისთვის შესაბამისი უნარების განვითარებას.
შესაბამისად, სადოქტორო პროგრამა მიმართულია საჯარო მმართველობის სფეროში მკვლევრის მომზადებაზე, რომელიც ციფრული მმართველობისა და ციფრული პოლიტიკის მიმართულებით იმუშავებს.
რესპონდენტი: ზვიად გაბისონია – პროგრამის ხელმძღვანელი.
ავტორი: ელენე ტუშური
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: