პიკის საათი - 22.01.2025
პიკის საათი - 22.01.2025

1) ზუგდიდელი მარიამ ქორთუა პარიზის ანიამციის ფესტივალის გამარჯვებულია

ახალგაზრდა ხელოვანი პარიზის ანიმაციის ფესტივალზე, მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმით „წელვადი ავტობუსი“ ჰორიზონტ სექციის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

მარიამი საერთაშორისო ჟიურიმ ანიმაციური პროექტის განვითარების ვორქშოფის Black Sea Animation გამარჯვებულთა შორის მოხვდა და მას ანესის ფესტივალის აკრედიტაცია მიენიჭა.

რესპონდენტი: მარიამ ქორთუა – ანიმატორი, ილუსტრატორი.

 

2) შოთა მილორავა – 100

„გარდა საესტრადო და კლასიკური ნაწარმოებებისა ის იყო 20-ზე მეტი მუსიკალური კომედიის ავტორი, რომელთა უმრავლესობა მოსმენილი მაქვს ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის თეატრში. სასურველია, რომ ყევლა თუ არა, ნაწილი მაინც დაიდგას დავით დოიაშვილის თეატრში“, – გიორგი შავერზაშვილი.

სტუმარი: გიორგი შავერზაშვილი – კომპოზიტორი; პიანისტი; თბილისის კონსერვატორიის პროფესორი; კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: