1) რადიოგიდი ელენე ახვლედიანის განახლებულ სახლ-მუზეუმს ესტუმრა
ელენე ახვლედიანის შემოქმედებას XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს.
განახლებულ სახლ-მუზეუმში მცირედი ცვლილებით სრულად გამოიფინა მუზეუმის გახსნის დროს საგამოფენოდ შერჩეული ნამუშევრები, როგორც ეს თავად მხატვარს ჰქონდა გამოფენილი თავის ბინა-სახელოსნოში.
რესტავრაცია-კონსერვაცია ჩაუტარდა ელენე ახვლედიანის კუთვნილ მე-19 საუკუნის ტრადიციულ ქართულ ლურჯ სუფრას, რომელიც უნიკალურ ექსპონატს წარმოადგენს.
რესპონდენტი: თამილა თევდორაძე – ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის მთავრი სპეციალისტი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
2) 20 წლის, დიმიტრი დუმბაძე Goldman Sachs-ის საინვესტიციო მართვის გუნდს უერთდება
„რამდენიმე თვეში ვიქნები ფინანსური ანალიტიკოსი ფილადელფიის ოფისში, სადაც ჩემი როლი მოიცავს პორტფელის ანალიზს, საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებას და მაკროეკონომიკის ბაზრის კვლევას“, – დიმიტი დუმბაძე.
რესპონდენტი: დიმიტი დუმბაძე.
3) ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები
„საზავო შეთანხმება საერთო ჯამში სამ ეტაპიანია, პირველი ეტაპისთვის 42 დღეა მოცემული და ამ დროის განმავლობაში ინტერვალებით, „ჰამასის“ მიერ დატყვევებული მძევლებიდან ასობით პალესტინელ პატიმარზე ჯამში 33 ტყვე უნდა გაიცვალოს. ზავის პირველ ფაზაში ასევე ისრაელის ძალები დატოვებენ ღაზის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს“, – გივი ბარამიძე.
სტუმარი: გივი ბარამიძე – პირველი არხის საერთაშორისო მიმომხილველი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
