პიკის საათი - 21.01.2025
პიკის საათი - 21.01.2025

1) „აშშ-ის ოქროს ხანა იწყება ახლა!“ – დონალდ ტრამპის საინაუგურაციო სიტყვის ძირითადი აქცენტები

ბოლო დროს ამერიკის ყველა პრეზიდენტი იმის თქმას ცდილობს, რომ ამერიკა დიდების გზას უბრუნდება.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მთავარი ამოცანა იქნება თუ როგორ დაბრუნდეს ქვეყანაში ათწლულების განმავლობაში აზიაში ან მექსიკაში გადაბარგებული ამერიკული წარმოება.

ცხადია, ძალის გამოყენებით მშვიდობის დამყარებაზე ხაზგასმა ძალის დემონსტრირებაა. ტრამპი განმარტავს, რომ მშვიდობა უნდა დამყარდეს ძალის გამოყენების და არა მოკავშირეების მიტოვების თვალსაზრისით.

ტრამპის გუნდს საკმაოდ ძლიერი ოპოზიცია ჰყავს და არ აქვს ფუფუნება, რომ დაპირებები დროულად არ შეასრულოს.

რესპონდენტი: გიორგი ლაბაძე – ამერიკისმცოდნე.

 

2) პირადი ექიმი – მარი მალაზონია ეროვნული კვების მოდელი და ჯანმრთელობა

„ბევრი ქვეყნის წარმატება, მათ შორის ტურისტული სექტორის თვალსაზრისით, ნაციონალური კვების მოდელის პრომოციაზე დგას. უფრო მეტიც – ქვეყნის ცნობადობაც კი, ხშირად, ნაციონალური კვების მოდელით განისაზღვრება. მე მომწონს ტერმინი „ეროვნული კვება“, რომლის არსიც ერის რაობას უკავშირდება. მე კი, როგორც ექიმი, ამ მოდელზე ასე ვისაუბრებ – ადგილობრივი საკვები საყოველთაო ჯანმრთელობსიათვის“, – მარი მალაზონია.

ავტორი: მარი მალაზონია – ნუტრიციოლოგი; პროფესორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: