1) გურული ეთნოგრაფიული სამზარეულო
სტუმართმოყვარეობა, კულინარიული რეცეპტები, ლოცვისა და კურნების ადათები – ყველაფერი, რამაც ერთ გამოცემაში მოიყარა თავი.
„ბებიაჩემი სადილს რომ აკეთებდა, იმ ოთახში არ გვიშვებდა. კულინარია მთელი რიტუალია. გურიაში დაავადებებსაც კი სპეციალური საკვებითა და სიმღერით მკურნალობდნენ“, – მარინა ჩხარტიშვილი.
„გურული ეთნოგრაფიული სამზარეულო“ – კრებული, რომელიც გურულ ეთნოგრაფიასა და გურულ სამზარეულოს მოიცავს, ავტორმა სპეციალური ლიტერატურისა და გურულების დახმარებით მოამზადა. მივიწყებული რეცეპტები და წეს-ჩვეულებები არაერთ თაობას დააბრუნებს ბავშვობაში.
სტუმარი: მარინა ჩხარტიშვილი – წიგნის ავტორი; წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის პროფესორი.
2) „მარგალიტის“ საშობაო კონცერტი
„შეხვედრა საშობაოდ“ -კონცერტზე მხოლოდ ქართული ტრადიციული ფოლკლორისა და საეკლესიო გალობის ნიმუშებს მოისმენთ. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებულია ფორმატით, რომლის მიხედვითაც „მარგალიტს“ მოწვეული სტუმარი, გ. მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მსახიობი, რეჟისორი და თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორი – მალხაზ გაბუნია შეუერთდება.
ტრადიციად ქცეული წინასაშობაო კონცერტი, წელს – საქართველოს მრავალფეროვან კუთხეებში მოგზაურობას გპირდებათ.
სტუმრები: ნათია ბედენაშვილი – „მარგალიტის“ სამხატვრო ხელმძღვანელი,
ნინო რეხვიაშვილი და ნათია აზარაშვილი – „მარგალიტის“ წევრები.
3) „ილიას თბილისი“
„ილია და თბილისი“ ილია ჭავჭავაძისა და თბილისის სიყვარულის ისტორიაა, თბილისური ამბების, ქალაქის ურბანული ქრონიკებისა და ინიციატივების ერთიანობაა“, – ნინი სანადირაძე.
თბილისის კვლევა „თბილისის მუზეუმების გაერთიანების“ ერთ-ერთი კვლევითი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც მომზადებულია გამოცემები: „ილია და თბილისი“, „გალაკტიონი და თბილისი“ და „ბარათაშვილი და თბილისი“.
სტუმარი: ნინი სანადირაძე – „თბილისის მზუეუმების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი.
4) შობის საგალობლების თვითმასწავლებელი
5) საახალწლო სიმღერები – გიორგი კეკელიძე
„როგორც ამერიკული საშობაო ამბების წესია, მოწითალო, მყუდრო ოთახში ქერა ბავშვები ბამბებით დათოვლილ ნაძვის გარეშემო ზუსტად ანგელოზებივით ისხდნენ და თითქმის ანგელოზებივით მღეროდნენ: We wish you a Merry Christmas“ – ასე იწყებს ამბავს წერილში მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელიც საკუთარ მელომანურ გამოცდილებას საკუთარი შემოქმედების გულშემატკივრებს 25 დეკემბერს სოციალურ ქსელში წარუდგენს.
მწერალი მკითხველს ცნობილი, ნაკლებად ცნობილი და უცნაური საახალწლო სიმღერების შესახებ უამბობს.
რესპონდენტი: გიორგი კეკელიძე – მწერალი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: