პიკის საათი - 21.11.2024
პიკის საათი - 21.11.2024

1) მუსიკალური ნოველა „ჩემი ცხოვრების გზა“

„ეს არის თეატრალიზებული მუსიკალური პერფორმანსი მოცეკვავეების, მსახიობების, განსხვავებული ჟანრისა და თაობის მუსიკოსების მონაწილებით, რომელსაც მე ვუძღვები. მინდა, რომ მაყურებელს თავად გავაცნო ჩემ მიერ განვლილი გზა“, – რუსუდან მუმლაძე.

სტუმარი: რუსუდან მუმლაძე – მუსიკოსი; მომღერალი.

 

2) 21 ნოემბერი ტელევიზიის საერთაშორისო დღეა

განათლება სამი მიმართულებით მიიღო – ფილოსოფია-სოციოლოგია, სამართალმცოდნეობა და ბიზნესადმინისტრირება. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ერთ დღეს მოიწამლა ჟურნასლიტიკით.

„28 წელია ჟურნალსიტიკაში ვარ და აქედან 22 წელზე მეტი – ტელევიზიაში. ჩვენ ყევლას უნდა გვესმოდეს, რომ ტელეჟურნალისტიკა მხოლოდ ეკრანზე გამოჩენის ხიბლი არაა, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა! ჩვენ ადამიანები უნდა დავაფიქროთ, განსჯისთვის ინფორმაცია მივაწოდოთ და დავაფიქროთ იმ საკითხებზე, რაც მათ ცხოვრებას განსაზღვრავს“, – მაია ჭუჭულაშვილი.

სტუმარი: მაია ჭუჭულაშვილი – პროდიუსერი; წამყვანი.

 

3) „ნუ ფილოსოფოსობ!“

„ჰერაკლიტე ამბობს, ჭეშმარიტებას მალვა უყვარსო. ფილოსოფია ჭეშმარიტების შეცნობის დაუოკებელი სურვილია, რაც თავისთავად მოიცავს სილამაზეს და იმ საიდუმლოს ამოხსნის სურვილს, თუ რატომ ცხოვრობ? რა არის შენი დანიშნულება? შეიძლება კი, ჩავწვდეთ სამყაროს, რომელიც თავის სინამდვილეში არსებობს, თუ ჩვენი მცდელობა თავიდანვე ხელმოცარულია? ადამიანის ცხოვრების სილამაზე ისაა, რომ ამ საიდუმლოებებში ცხოვრობს! ადამიანი ერთადერთია სამყაროში, რომელიც თავის არსებობას კითხვას უსვამს!“

21 ნოემბერს მსოფლიო ფილოსოფიის დღეს აღნიშნავს.

სტუმარი: ლევან გიგინეიშვილი – ფილოსოფოსი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: