პიკის საათი - 21.10.2024
პიკის საათი - 21.10.2024

1) „სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალური პროფესიული თეატრის“ 50 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა.

რესპონდენტი: მიხეილ მრევლიშვილი.

 

2) რუბრიკა „ადამიანი“ – ციცინო ბურნაძე

ციცინო ბურნაძე ხაშურის ახალგაზრდობის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი იყო, რომელიც მუდამ მზად იყო, ახალგაზრდებს პირველი ნაბიჯის გადადგმაში გვერდით დადგომოდა და მათთან ერთად მიეღწია წარმატებისთვის.

ბოლო წლებში ხცისის საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობდა, 90-იან წლებში როცა ქვეყანაში რთული დრო იდგა, ციცინო ბურნაძე ყოველდღე 7კმ. ფეხით გადიოდა იმისათვის რომ არაერთი წარმატებული თაობა აღეზარდა.

რესპონდენტები: მურად მთვარელიძე – მწერალი, ლიტერატურათმცოდნე;

ლეილა ქვრივიშვილი – სოფელ ხცისის საჯარო სკოლის დირექტორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

3) ბელა ჩეკურიშვილისა და თეონა ჭანიშვილის არტწიგნის მოლოდინში

ეს წიგნი ერთგვარი ციკლია, რომელიც მწერლებს დაგვანახებს განსხვავებულად. ერთი მხრივ ვიზუალურად და ამასთან, მწერლის მკაფიო მეხსიერებაში პოეტურად გარდაქმნილს.

„აღმოსავლეთის ნათება“ – გერმანიაში დაბეჭდილი ანთოლოგია, რომელშიც ქართული პოეზიის ნიმუშებიც შევიდა…

სტუმარი: ბელა ჩეკურიშვილი – მწერალი, ჟურნალისტი, გერმანისტი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: