1) „ხელები მშვიდობისთვის“
მაკო, მალო, მონიკა და სალომე აფხაზეთიდან დევნილები არიან. ერთმანეთს დევნილებისთვის ხელსაქმის შემსწავლელ კურსებზე შეხვდნენ მერე ერთობლივ საქმიანობასაც ჩაეუყარეს საფუძველი.
2019 წელს დააფუძნეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელები მშვიდობისთვის“ რომლის მიზანი ქალების სოციალურ პროექტებში ჩართვა და მათი სოციალური ყოფის გაუმჯობესებაა.
რესპონდენტები: მალო კოტუა – „ხელები მშვიდობისთვის“ დამფუძნებელი,
მაკო ჭკადუა – „ხელები მშვიდობისთვის“ ორგანიზაციის დირექტორი,
ინდირა შანავა – პროექტის მონაწილე.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) რა გვიჯდება ბავშვის გართობა და შემეცნებითი აქტივობები?
„გაეროს ბავშვთა ფონდის“ ინიციატივით ევროკავშირის „ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისის მეთოდოლოგიის“ გამოყენებით ჩატარდა კვლევა, საქართველოში ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისის გასაზომად. აღმოჩნდა რომ ბავშვების 25% მოკლებულია გართობისა და დასვენების რეგულარულ აქტივობებს.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
3) კინო „ყაზბეგი“
23 ივლისს მწერლების ბარში გაგა ნახუცრიშვილის წიგნის პრეზენტაცია ჩატარდება.
კინო „ყაზბეგი“ პოეტის მხატვრულად მოთხრობილ ნამდვილ ამბებს აერთიანებს. 70-მდე ნოველა მკითხველს თბილისსა და სხვა ადგილებში ამოგზაურებს. იქ, სადაც დროის დინებამ ყველაფერი შეცვალა ან საერთოდ გააქრო, მაგრამ მეხსიერებამ შეინარჩუნა და ჩანაწერებში გააცოცხლა. მინიატურული ჟანრი თხრობას თავისებურ დინამიურობასა და მრავალფეროვნებას მატებს.
რესპონდენტი: თაკო ლონდარიძე – წიგნის რედაქტორი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: