პიკის საათი - 21.06.2023
პიკის საათი - 21.06.2023

1) „დაისის“ იტალიური აისი

„დაისის“ იტალიურ პრემიერას ვულკან ეტნას ამოფრქვევასავით ველოდებით! ფალიაშვილის მუსიკამ ემოციები გაალღო და სრულიად აღაფრთოვანა როგორც მსმენელი, ისე შემსრულებლები. წარმოდგენის სანახავად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან ადამიანები. მოლოდინი დიდია!“, – ამბობს რეჟისორი გოჩა კაპანაძე პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე.

– ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“ განახლებული კონცეფციითა და ახალი, იტალიური ფინალით!

– ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი,“ რომლის საერთაშორისო აღიარება გიზო ჟორდანიას დამსახურებით გერმანიიდან დაიწყო, დღეს უკვე ბელინის ოპერის მუდმივ რეპერტუარში!

– ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“ გოჩა კაპანაძის, გიორგი ალექსი-მესხიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ესთეტიკით!

პირდაპირი ჩართვა იტალიიდან: გოჩა კაპანაძე – რეჟისორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

2) „უნივერსალური დამწერლობა“

მისი ძირითადი სამუშაო მასალა თიხაა და მას დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში ამ ტრადიციული მასალის პოპულარიზაციაში. ექსპერიმენტები და ახალი მიდგომების ძიება ლია ბაგრატიონის შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ალბათ სწორედ ამით არის განპირობებული მის შემოქმედებაში მედიუმების მრავალფეროვნება.

მისი ნამუშევრები დამთვალიერებელს სხვადსხვა ამბავს უყვება, თავად გრაფიკული სიმბოლო კი მის მეხსიერაბაში დიდი ხნის წინ დაილექა. ვიდრე მისი გამოყენებით ნამუშვერების შექმანს დაიწყებდა, ხშირად სხვადსხვა საქმის კეთების პარალელურად მას მექანიკურად ხაზავდა. მოგვინებით კი სიმბოლო  საკუთარი ხელოვნების ნაწილად აქცია. დედიკას გალერიაში  ყველა წამოდგენილი  ნამუშევარი ლია ბაგრატიონის უნივერსალურ დამწერლობას სხვადსხვა ფორმით აცოცხლებს.

რესპონდენტი: ლია ბაგრატიონი – არტისტი; კერამიკოსი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) ანდების მუსიკა

21 ივნისს მსოფლიო მუსიკის დღეს აღნიშნავს.

21 ივნისს ანდებში მზეს ეგებებიან და ახალ წელს აღნიშნავენ.

ინკების იმპერიის კულტურით, ძირძველი საკრავებითა თუ ესპანური ელემენტებით გაჯერებული მუსიკა, რომელიც მსოფლიო პოლიფონიის ერთ-ერთი საინტერესო ხმაა.

ავტორი: ელენე ტუშური

 

4) „რა? სად? როდის?“ – ზაფხულის სეზონი იწყება!

– „კატეგორიულად კარგი სეზონის მოლოდინში ვართ! ზაფხულის სეზონს „კაცების“ გუნდი გაძლიერებული ინტელექტუალური მაშველი ძალით დაიწყებს და კიდევ უფრო კარგ თამაშს შემოგვთავაზებს, ვიდრე მათი დებიუტი იყო.“

24 ივნისს, 22:00 საათზე, პირველი არხის ეთერში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ზაფხულის სეზონი იწყება.

– „ეს საოჯახო თამაშია. მასში მთავარი მოთამაშე მაყურებელია და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის  მოაზროვნეების კომფორტი და მათი შესაძლებლობები.“

სტუმარი: ლაშა კილაძე – ინტელექტუალური ტელეპროექტის „რას? სად? როდის?“ მთავარი რედაქტორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: