1) როდოლფო ჰესლერი და თანამედროვე ქართული პოეზია
ესპანურენოვანი მწერალი როდოლფო ჰესლერი მთარგმნელ ლანა კალანდიასთან ერთად თანამედროვე ქართველი პოეტების ესპანურენოვან ანთოლოგიაზე მუშაობს.
წიგნს წლის ბოლომდე ესპანური გამომცემლობა Huerga y Fierro editores გამოსცემს მადრიდში.
რესპონდენტები: ზვიად კვარაცხელია – გამომცემელი; ლანა კალანდია – მთარგმნელი; როდოლფო ჰესლერი – მწერალი, მთარგმნელი; გიორგი ლობჟანიძე – პოეტი, მთარგმნელი; როსტომ ჩხეიძე – მწერალი; ეკა ქევანიშვილი – პოეტი, ჟურნალისტი.
ავტორი: ელენე ტუშური
2) რა არის კრეატივი?
რა არის კრეატივი კლასიკური გაგებით და იცვლება თუ არა ტერმინის მნიშვნელობა დროსთან ერთად?
რესპონდენტი: კოტე იანტბელიძე – „კრეატივის სკოლის“ დამფუძნებელი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
3) თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 24 აპრილიდან 9 მაისის ჩათვლით გაიმართება.
უკვე 13 წელია ფესტივალის მიზანია განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.
ფესტივალი ყოველწლიურია და კონცერტები იმართება, როგორც თბილისის სხვადასხვა საკონცერტო, ასევე ექსპერიმენტულ სივრცეებში.
საფესტივალო კონცერტებზე დასწრება იქნება თავისუფალი.
სტუმრები: მაია ჩაჩავა – ფესტივალის დირექტორი; ხელოვნებათმცოდნე,
გელა ფარჩუკიძე – თბილისის ბავშვთა კაპელის ხელმძღვანელი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
4) დიმიტრი ხვთისიაშვილი – 55
რესპონდენტები: დიმიტრი ხვთისიაშვილი – მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ზურა ბერიკაშვილი – მსახიობი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
5) ჯემალ ღაღანიძე – 90
„მე საუკეთესო რადისტი ვარ!“ – ასე გამოხატავდა საქართველოს რადიოსადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამორჩეული ადამიანი, გამორჩეული მსახიობი, გამორჩეული მოღვაწე ჯემალ ღაღანიძე.
ჩანაწერი „პიკის საათის“ არქივიდან.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: