1) მშობლიური ენის საერთაშორისო დღე!
„მონოლინგვ ადამიანებთან შედარებით ბილინგვ ადამიანებს ნეიროკოგნიტური დაავადებები ნაკლებად ემართებათ. კვლევები ადასტურებს, რომ ისინი ბევრად იოლად ითვისებენ ტექსტურ მასალას და მეტად აქვთ განვითარებული წაკითხულის გააზრების უნარი“, – რა ფუნქცია აქვს მშობლიურ ენას და როგორ ვითარდება ბილინგვი ადამიანის თავის ტვინი?
სტუმარი: მაია მაჭავარიანი – ნეიროფსიქოლოგი.
2) 21 თებერვალს საქართველოში გიდის საერთაშორისო დღე აღნიშნება
დღეს მსოფლიოს ბევრ ქალაქში განსაკუთრებით იქ სადაც ტურიზმის სფერო განვითარებულია გიდის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
მოგზაურობა ადამიანისთვის ახალ შთაბეჭდილებებთან, თავგადასავლებთან და დაუვიწყარ მოგონებებთან ასოცირდება.
იმისთვის, რომ ჩვენი მოგზაურობა უსაფრთხო, ჰარმონიული და დასამახსოვრებელი იყოს უაღრესად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია გიდებს აკისრიათ.
რესპონდენტები: ელზა ბებია – საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის პრეზიდენტი,
ნუცა ცქიმანაური – სათავგადასავლო ტურიზმის სპეციალისტი,
სალომე კვარაცხელია – გიდი,
დათო ცაბოშვილი – მოლაშქრე; გიდი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
3) რა უნდა ვიცოდეთ ქვეყნის მთავარ კანონზე?
„კონსტიტუცია უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტია, რომელშიც მოცემულია ის პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც ემსახურება სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობის მიღწევას. თავისუფლების, თანასწორობისა და წესრიგის კონსტიტუციური თანაფარდობა ქმნის ისეთ მმართველობას, სადაც უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.“
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო.
სტუმარი: ბექა ქანთარია – სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
4) „ეშმაკის სამოთხე“ – 23 თბერვლიდან კინოთეატრში
ხათუნა ვაშაძის ახალი ქართული ფსიქოლოგიური დრამა, მოულოდნელი და არაორდინარული დასასრულით.
რეზო ჩხიკვიშვილი, ზურაბ ყიფშიძე, ალეკო მახარობლიშვილი, მარიამ ჯოლოგუა, ეკატერინე ანდრონიკაშვილი, რამაზ იოსელიანი, აპოლონ კუბლაშვილი, ნინო მუმლაძე – ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავები ერთ ფილმში.
სტუმრები: ხათუნა ვაშაძე – რეჟისორი, გიორგი აზნაური – აღმასრულებელი პროდიუსერი, ბესო კვარაცხელია – დამდგმელი ოპერატორი და მონტაჟის რეჟისორი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: