პიკის საათი - 21.02.2023
პიკის საათი - 21.02.2023

1) Ach, da bist du ja!

„აი, სად ყოფილხარ!“ (გერ.) – ჟურნალისტ სოფი ჰარდაქის სიზმარი იმის შესახებ, შეგვიძლია თუ არა სიზმრის უცხო ენაზე ნახვა და რას გვიჩვენებს კვლევები – აქვს თუ არა ასეთ სიზმრებს ჩვენს რეალურ ენობრივ უნარებზე გავლენა.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) ენის დაბინძურების ტენდენცია

ინგლისური ენის გავლენა სხვადასხვა ენაზე, ნასესხობები, რომლებიც დროთა განმავლობაში ქართული ენის ორგანულ ნაწილად იქცა და ენა, როგორც ღია სისტემა.

რესპონდენტები: თინათინ ბოლქვაძე – სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამსახურის უფროსი,

თინა მარგალიტაძე – ლექსიკოგრაფი,

ელი ელისაშვილი – სინოლოგი,

ნინო ფიფია – მთარგმნელი,

ნანა კაჭარავა – თურქოლოგი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) ანდრეს სეგოვია – 130 – „გიტარა ესპანეთის არაფორმალური გერბია!“

– გრემის მუსიკალური ჯილდოს მფლობელი საუკეთესო აკადემიური ალბომისთვის (1958)

– მეფე ხუან კარლოსის მიერ მარკიზის ტიტულით აღიარებული ესპანური კულტურის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის (1981)

– ერნსტ სიმენსის პრემიის ლაურეატი (1985)

– Gramophone-ის დიდების დარბაზის წევრი

„როდესაც სეგოვიას უსმენენ, ზოგჯერ იმასაც იტყვიან, რომ დღეს ბევრად ძლიერი გიტარისტები არსებობენ, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ის 1893 წელს დაიბადა და ყველა მისი დღემდე შემორჩენილი ჩანაწერები XX საუკუნის 60-70-იან წლებშია ჩაწერილი, როდესაც მუსიკოსი უკვე ჭარმაგი ასაკისა იყო“, – ტატო ჯინჯიხაძე.

სტუმარი: ტატო ჯინჯიხაძე – მუსიკოსი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) სიმართლე ომზე!

„ომმა ეკრანებზე და სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა და იმის შეგრძნება დავკარგეთ, რომ უკრაინაში ყოველდღიურად იღუპებიან ბავშვები. იქ ყოველდღიურად ხდება ტრაგედია!

ყველას თავისი ბრძოლის ველი აქვს და ის, რაც მე შემიძლია, ესაა დოკუმენტური ფილმების, ნამდვილი ამბების ჩვენება საზოგადოებისათვის“, – ნელი მჟავანაძე –  N Studia-ს დირექტორი.

21-24 თებერვალს, N Studia-ს ორგანიზებითა და უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების წლისთავისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიებები გაიმართება.

 

5) 21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა

მოგზაურობა ადამიანისთვის ახალ შთაბეჭდილებებთან, თავგადასავლებთან და დაუვიწყარ მოგონებებთან ასოცირდება.

იმისთვის, რომ ჩვენი მოგზაურობა უსაფრთხო, ჰარმონიული და დასამახსოვრებელი იყოს უაღრესად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია გიდებს აკისრიათ.

რესპონდენტები: ნუცა ცქიმანაური – სათავგადასავლი ტურიზმის სპეციალისტი,

სალომე კვარაცხელია – გიდი,

დათო ცაბოშვილი – მოლაშქრეთა კლუბ „იეტის“ დამფუძნებელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: