პიკის საათი - 20.12.2023

1) „ნუ გეშინია, ძია რეზო!“

„რაც უფრო მეტი დრო გადის მისი გარდაცვალებიდან, მით უფრო აუცილებელი ხდება ჩვენთვის მისი სიტყვა, სასწაულქმედებას რომ ჰგავს და იმ დიდი სიკეთის შუქით ავსებს ჩვენს გულებს, რომელიც თითქოს ვაჟა-ფშაველამ პურივით მოუტეხა და უწილადა“, – თამაზ ჭილაძე.

ფრაგმენტები ლამარა კიკილაშვილისა და გიორგი ებრალიძის ფილმიდან „რეზო ინანიშვილი“

 

2) აფხაზეთში გამოსული პრესის (1987 წწ -1992 წწ) და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებთან დაკავშირებული სტატიების გამოფენა

რა შინაარსის არის გაზეთები და ჟურნალები, რომლებიც 1992 წლის ომამდე აფხაზეთში გამოიცემოდა? – ბათუმელი როლანდ რუხაძის საჩუქარი აფხაზეთის არქივს

სტუმრები: ეკა წივწივაძე – აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ;

გიორგი გაბედავა – იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი.

 

3) სეზონის გახსნა გუდაურში

 

4) კომუნიკაციის უნარები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები შ.შ.მ და აუტისტური სპექტრის მქონე პაციენტებში  

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნოვერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯის პროექტი, რომლის მიზანია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სათანადო კომუნიკაციის და შესაბამისად, მათთვის გაუმჯობესებული მომსახურების მიწოდების მიზნით სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო რეკომენდაციებისა და მითითებების მიწოდება.

სტუმრები: ანა მერაბიშვილი – კოლეჯის საზოაგდოებასთან ურთიერთობის მენეჯერი;

ნატა ხმალაძე – კოლეჯის სასწავლოს დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

5) ქეთი დიასამიძე – 2023 წლის ბროლის ბუს მფლობელი 

„14 წლის ასაკში, როგორც კი პირველი თამაში ვითამაშე მივხვდი, რომ ეს იყო რასაც ვეძებდი და რაც ცხოვრებაში მჭირდებოდა“

„არ იცი რა მომენტში შეიძლება გაგახსენდეს დეტალი, რომელიც არც კი იცოდი, რომ საერთოდ იცოდი, უცებ ამოტივტივდება თავში. ეს ყველაფერი იმდენად ლამაზი და საინტერესოა რომ ვფიქრობ, ამ თამაშის ხიბლი ეს არის. ლოგიკის ახალ ჰორიზონტებს აღმოაჩენ ხოლმე“.

„როცა მეკითხებიან ჩემს თავზე, ვსაუბრობ მუსიკაზე. ყველაზე მეტად რაც მიყვარს არის მუსიკა და ვფიქრობ, ყველაზე კარგად ამაზე საუბარი გამომდის“.

რესპონდენტი: ქეთი დიასამიძე – 2023 წლის ზამთრის სეზონის ბროლის ბუს მფლობელი.