პიკის საათი - 20.11.2024
პიკის საათი - 20.11.2024

1) „ვინ იდარდებს აფხაზეთის მიმოზებზე“

აფხაზეთიდან დევნილი მწერალი, რომელიც წლებია აშშ-ში ცხოვრობს ლიტერატურული კონკურსის – „საბა“- ს ფინალისტია.

სტუმარი: ნანა ჯეჯეია – მწერალი.

 

2) ბავშვების მსოფლიო დღე!

როგორ მოვუსმინოთ ბავშვებს?

როგორ შევქმნათ საუბრისთვის უსაფრთხო გარემო და ვაგრძნობინოთ თავი მნიშვნელოვნად?

სტუმარი: ანა მიქიაშვილი – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი.

 

3) საზოგადოება საინფორმაციო ომში

რა არის საინფორმაციო ომი?

როგორ იღებს სათავეს პროპაგანდა, რა როლი აქვს ამ ყველაფერში მედიას და რას ემსახურება დეზინფორმაცია?

სტუმარი: ზაზა ცოტნიაშვილი – პროფესორი, ჟურნალისტიკის დოქტორი.

 

4) ამერიკაში მცხოვრები ქართველი დირიჟორის მუსიკალური გზა

„ყოველდღე საათობით სწავლა, ფორტეპიანოზე დაკვრა, ვარჯიში და შრომა მიწევდა. მახსოვს, ერთ ღამეს მივდიოდი ნიუ-იორკში, კოლეჯ პოინტის რაიონში და ვფიქრობდი, როგორ, როგორ არის შესაძლებელი ჩემს სიტუაციაში მუსიკის შესრულება კარნეგი ჰოლში? იმ დროს ეს შეუძლებელი ჩანდა, თუმცა ბევრად მოგვიანებით მომიწია იქ დაკვრა“, – ალექსანდრე კორძაია.

სტუმარი: ალექსანდრე კორძაია – დირიჟორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: