1) რადიოგიდი პრესის მუზეუმში
პრესის მუზეუმი ეროვნული ბიბლიოთეკის საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილების ბაზაზე შეიქმნა.
საქართველოს პრესის მუზეუმში პირველად იყრის თავს როგორც XIX, ისე XX საუკუნის პერიოდულ გამოცემათა ნიმუშები.
მუზეუმში გამოფენილია ივანე კერესელიძის, გიორგი ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, სერგეი მესხისა და სხვათა გამოცემები. მუზეუმის ექსპონატთა შორის არის პირველი რესპუბლიკის პერიოდისა და საბჭოთა ეპოქის მნიშვნელოვანი გამოცემებიც.
რესპონდენტი: მაია მიქაბერიძე – საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის განყოფილების ხელმძღვანელი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი ხელოვანების მხარდასაჭერად
მრავალფეროვანი და უპრეცედენტო შესაძლებლობა ქართველი ხელოვანებისათვის.
ფონდის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას და ქალაქის კულტურული იერსახის განვითარებას.
სტუმარი: ლიკა ჭკუასელი – თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორი
3) როგორ აღვზარდოთ თავდაჯერებული ბავშვი?
რატომ არის მნიშვნელოვანი თავდაჯერება და როგორ ვითარდება ის?
შეცდომები, რომლებსაც მშობლები ხშირად უშვებენ;
რჩევები მშობლებს.
სტუმარი: ანა არველაძე – ფსიქოლოგი.
4) რეპორტაჟი ანტვერპენიდან
ვახტანგ კახიძის „რექვიემი“ ანტვერპენში აჟღერდა.
სატელეფონო ჩართვა: მიშო ჯავახიშვილი – მომღერალი.
5) დუეტი ჯორჯია 15 წლისაა
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: