1) „ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი – საქართველო“
საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ქვეყანაში მეხუთედ ტარდება დღეს რაჭაში გაიხსნება, ლეჩხუმში გაგრძელდება და თბილისში დასრულდება.
რესპონდენტი: ნანა მჟავანაძე – ფოლკლორის ცენტრის საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი.
2) ახალი ბანას გუნდის ტრიო
„ამ ზაფხულს, ჩვენი ერთ-ერთი გასტროლის დროს ჩეხეთში, აღმოვაჩინეთ რომ ჩვენ სამს ქალაქური სიმღერები გვიყვარს და ახალი ბანას გუნდის ტრიო შევქმენით“, – ელგუჯა გოგალაძე.
„ხალხური სიმღერა ეს არის დამოკიდებულება ზოგადად ცხოვრებისადმი, სიმღერა ასოცირდება დიდ სიყვარულთან, ურთიერთობასთან, წარმატებასთან“, – საბა ბარბაქაძე.
სტუმრები: საბა ბარბაქაძე, ელგუჯა გოგალაძე და ზურაბ ლონჟანიძე – ახალი ბანას გუნდის ტრიო.
3) ქართული ხელოვნური ინტელექტის მიღწევები
რესპონდენტი: ზაალ გაჩეჩილაძე – AI Lab-ის თანადამფუძნებელი.
4) „ზე-კართან“ – საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი
ფესტივალი შუახევში, ხულოსა და ქედაში წელს უკვე მეთორმეტედ ტარდება და მასში 22 ავტორი მონაწილეობს.
რესპონდენტი: ვახტანგ ბერიძე – საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ დამფუძნებელი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
„ახალმოწამენი და აღმსარებელნი“
კრებული ახალი და უახლესი პერიოდის ქართველ სასულიერო პირთა ცხოვრებას მიეძღვნა, რომელზეც ლუარსაბ ტოგონიძემ და მღვდელმა გიორგი მაჩურიშვილიმა იმუშავა.
პირველ ტომში შესულია 55 სასულიერო პირის ბიოგრაფია, რომლსაც თან ახლავს საარქივო დოკუმენტები და ისტორიული ფოტოები.
რესპონდენტები: ლუარსაბ ტოგონიძე – წიგნის თანაავტორი; საქართველოს უახლესი ისტორიის მკვლევარი; ანა კლდიაშვილი – ამბროსი ხელაიას შთამომავალი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: