1) მარიამ შარვაშიძის (SpaceShmu) მუსიკალური დებიუტი
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
2) გამოფენა „მირო“
ამ თაობამ თეატრის პირობით ენას მიაგნო, სადაც, თუნდაც, უბრალო ძაძებით სამეფო კარის ისტორიის მოყოლა იყო შესაძლებელი.
ეს იყო მხატვარი რომელსაც ესმოდა რეჟისორის, ესმოდა მსახიობის, ესმოდა იმ კონკრეტული ეპოქის, მაგრამ მისი ცნობილი ფრაზა არასოდეს მავიწყებს თავს – „შიშველი სცენა! შიშველი მსახიობები!“
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა პირველად უმასპინძლებს ახალი ქართული სცენოგრაფიის ერთ-ერთი შემქმნელის – მირიან შველიძის ნამუშევართა პერსონალურ გამოფენას. ექსპოზიცია 22 დეკემბერს გაიხსნება და 2024 წლის 28 იანვარს დაიხურება.
სტუმარი: ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე – რეჟისორი (მირიან შველიძის შვილი).
3) გიორგი ებრალიძე „შავ-თეთრის“ გადაღებას იხსენებს
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: