პიკის საათი - 19.12.2022
პიკის საათი - 19.12.2022

1) „ამან“

„ამან“ ასე ჰქვია ვერიკო ტურაშვილის ახალ ნამუშევარს, რომელიც ძველი აზერბაიჯანული სიმღერაა და რომლისთვისაც ახალი არანჟირება და სპეციალურად ქართული ტექსტი შეიქმნა.

მომღერალმა სიმღერაზე მუშაობა პანდემიის პერიოდში დაიწყო და ცოტა ხნის წინ კლიპიც გადაიღო თურქ და აზერბაიჯანელ მუსიკოსებთან თანამშრომლობით.

მომღერლის ახალმა ნამუშევარმა ქართველი და აზერბაიჯანელი მსმენელის მოწონება დაიმსახურა.

რესპონდენტი: ვერიკო ტურაშვილი – მომღერალი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) 2023 წელი ფენ-შუის მიხედვით

– ნაყოფიერების, მშვიდობის, სიკეთისა და მხიარულების წელი.

– ნაძვის ხის მოსართავად სასურველი დღეები და სექტორები, საახალწლო სუფრა და ახალი წლის ღამეს აქტუალური ფერები.

რესპონდენტი: თიკა ქოქაშვილი – ფენ შუის სპეციალისტი

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) სინაგოგაში

18-26 დეკემბერს იუდეველები ხანუქას, სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს ზეიმობენ. ელინელთაგან შეურაცხყოფილი ტაძრის განახლების გასახსენებლად და იმ სასწაულის აღსანიშნად, როცა ტაძარში აღმოჩენილი ერთი დღის სამყოფი წმინდა ზეთი რვა დღის განმავლობაში ენთო.

იაკობ გაგულაშვილი სინაგოგაში ქცევის წესებთან ერთად, იმ წმინდა ადგილსა და ტრადიციებს გვაცნობს, რომელიც ხანუქას დღესასწაულთანაა დაკავშირებული.

რესპონდენტი: იაკობ გაგულაშვილი – მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარი რაბინი; იერუშალაიმისა და აშდოდის მთავარი რელიგიური მოსამართლე.

ავტორი: ელენე ტუშური

 

4) სიურპრიზებით სავსე მსოფლიო თასი 2022

მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, მაგრამ ამ ერთ თვეზე ჯერ კიდევ დიდხანს ისაუბრებს მსოფლიო!

„ამ ჩემპიონატმა დამანახა ის, რომ მესის წასვლის შემთხვევაში მომდევნო 10 წელი ფეხბურთში კილიან მბაპეს ეკუთვნის“, – გიორგი თვალაბეიშვილი.

სიურპრიზებით სავსე იყო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. მთავარ მოულოდნელობად მაროკოს ნაკრების თამაშს ასახელებენ; იქვე აღინიშნება ხორვატების ბრძოლისუნარიანობა და, რაც ყველაზე მოულოდნელი იყო, გრანდების კრახი.

პროფესიონალების შეფასებით, წავიდა ის დრო, როცა ბურთის ფლობა, და უამრავი პასი შედეგს იძლეოდა  ახლა სულ სხვა ფეხბურთია მოდაში.

სტუმარი: გიორგი თვალაბეიშვილი – პირველი არხის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

 

5) ბაჩანა ბრეგვაძე – „დრო და მარადისობა“

„ახალგაზრდა მკითხველისთვის მამას წიგნები ცოტა რთულია. მას კარგად მომზადებული, ფილოსოფიურ ტალღაზე აწყობილი მკითხველი სჭირდება“, – ანი ბრეგვაძე.

გამოვიდა ბაჩანა ბრეგვაძის „დრო და მარადისობა.“ წიგნი ავტორის მიერ დატოვებული ლიტერატურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს.

მრავალმხრივ ფასეული ნაშრომები და ჩანაწერები დიდი ლიტერატორის მხატვრულ-ფილოსოფიური აზროვნების, ღრმა ინტელექტუალიზმის და უზადო გემოვნების გამოძახილია, რომელიც მკითხველს ფიქრისთვის განაწყობს.

სტუმრები: ანი ბრეგვაძე – ბაჩანა ბრეგვაძის შვილი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

 

6) ქართველი პიანისტის წარმატება ამერიკაში

ინგა ქაშაკაშვილი უკვე მრავალი წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. პიანისტი 2003 წელს ჩიკაგოში, დეპოლის უნივერსიტეტში სასწავლებლად გაემგზავრა, სადაც ინტენსიურ საკონცერტო მოღვაწეობაში ჩაერთო.

სწავლას და მეცადინეობას დღე-ღამის უმეტეს ნაწილს უთმობდა. უამრავი სირთულის დაძლევაც უწევდა და ამ გზაზე არაერთმა, მისთვის უცხო ადამიანმა გაუწოდა დახმარების ხელი.

რესპონდენტი: ინგა ქაშაკაშვილი – პიანისტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: