1) წიგნები და ამბები, რომლებიც ზაფხულს საოცარ და შთამბეჭდავ მოგონებად აქცევს…
სტუმარი: ინა იმედაშვილი – მასწავლებელი; პუბლიცისტი.
2) საქართველოს ნაკრების ისტორიული მატჩი
რესპონდენტი: ნიკა ლობილაძე – პირველი არხი სპორტის პროდიუსერი.
3) ევა შტუცენბერგერის მოხსენება
„ევა შტუცენბერგერი, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, სტოუნჰენჯის, ეივბრის და ასოცირებული ადგილების ოპერაციების მენეჯერია. იგი ისაუბრებს ძეგლების კონსერვაციის, მართვისა და მათზე წვდომის განსხვავებული საჭიროებების შესახებ. მომხსენებელი დეტალურად განიხილავს სტოუნჰენჯის ნაკლებად ცნობილ „მეწყვილეს“, ეივბრის, ყურადღებას გაამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მრავალფეროვან საზოგადოებაში და კლიმატის ცვლილების პირობებში ძეგლის გამძლეობის უზრუნველყოფა“.
რესპონდენტი: მარინე მიზანდარი – საქართველოს ეროვნული ფონდის დირექტორი.
4) პარაორკესტი „რეზო და ბავშვებთან“ ერთად
14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ფართო აუდიტორიის წინაშე პარაორკესტრის წევრები და ყველასათვის პოპულარული მუსიკალური ჯგუფი „რეზო და ბავშვები“ წარსდგნენ.
ღონისძიება მუსიკალური დიალოგის სახით შედგა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარაორკესტრის იმ წევრებისთვის, რომელთაც ვერბალური მეტყველებისას სიძნელეები და სოციალური კომუნიკაციისას ბარიერები აქვთ.
რესპონდენტები: თეონა ყაჭეიშვილი – პარაორკესტრის დამფუძნებელი;
თინუკა კანდელაკი – მუსიკათერაპევტი;
რეზო ბლიაძე – ბენდის წევრი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
5) წყალი – სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტი ცხოველებისთვის
საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ უკვე ძალიან მოიმატა და ქუჩაში მიტოვებული ცხოველებისთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წყალთან წვდომა.
სტუმარი: ნათია ჩიქოვანი – ორგანიზაცია Animal Project-ის თანადამფუძნებელი.
წამყვანები: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: