1) ეკა ხითარიშვილის საავტორო რუბრიკა „ადამიანი“ – მედეა ჯუღელი
განსაკუთრებული მეგობარი, თავმდაბალი, ღირსეული და პრინციპული – ასე ახასიათებენ მეგობრები და კოლეგები სპორტულ ტანმოვარჯიშეს, პირველ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონ ქალს, მედეა ჯუღელს, რომელმაც არაერთი საინტერესო პროექტი განახორციელა და რომელიც მუდამ მხარში ედგა ახალგაზრდებს, რათა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმაში დახმარებოდა.
პირველ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონ ქალს, რვაგზის ჩემპიონს, ბერლინისა და რუმინეთის მსოფლიო ფესტივალების ლაურეატს, მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულსა და პრიზიორ მედეა ჯუღელს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებებში მოპოვებული აქვს 13 ოქროს, 9 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი.
რესპონდენტი: რუსუდან სიხარულიძე – მსოფლიო ჩემპიონი; ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
2) „შავი შაშვი“ – გიორგი ჭუმბურიძე ანზორ ერქომაიშვილზე მხატვრულ ფილმს იღებს
სტუმრები: გიორგი ჭუმბურიძე – რეჟისორი; მიხეილ ჯავახიშვილი, ირაკლი კავსაძე და სულხან ნინიძე – ფილმის გმირები.
3) „…და ის, ვინც გაქებდა…“ – დები იშხნელების ხსოვნის საღამო თბილისის ოპერაში
„ალბათ თუ არ შეეხე, მაინც ზედაპირული წარმოდგენა გაქვს ნებისმიერ სფეროზე. მიხარია, რომ თინეიჯერებიც კი, რეპეტიციის დასრულების შემდეგ დები იშხნელების მუსიკას ღიღინებენ. ეს ლოგიკურია! ლექსი ფასეული, მუსიკა ფასეული… ჩვენმა გუნდმა დიდი პასუხისმგებლობა აიღო – კონცერტიდან გასული, განსაკუთრებით ახალგაზრდა, მაყურებელი დები იშხნელების მუსიკას უნდა მიუბრუნდეს“, – თეონა ცირამუა.
„ძალიან მომინდა, რომ იოანე ზოსიმეს ტექსტზე გამეკეთებინა გალობა. ცხადია, ეს რთულია, მაგრამ იმდენად ზემოდან მოდის, რომ თავად ვეღარ აკონტროლებ. შენ მხოლოდ ჭურჭელი ხარ“, – მანანა მენაბდე.
სტუმარი: თეონა ცირამუა – გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი.
სატელეფონო ჩართვა: მანანა მენაბდე – მომღერალი.
4) მე დავბრუნდი – გიორგი მელაძე
„ადამიანები ბუნებით ოპტიმისტები ვართ და ყველას გვამოძრავებს უკეთესი მომავლის სურვილი. ხშირ შემთხვევაში ეს სურვილი გვაიძულებს თავი მოვიტყუოთ და არ, ან ვერ დავინახოთ რეალობა. მერე უკვე, რაც დრო გადის უფრო რთულდება ძირეული გადაწყვეტილებების მიღება და კომფორტის ზონიდან გამოსვლა“, – გიორგი მელაძე.
სტუმარი: გიორგი მელაძე – ამერიკიდან საქართველოში დაბრუნებული საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი.
5) დილა საქართველოში ანდრია ფუტკარაძესთან ერთად დაიწყო!
„ვაპირებ, რომ მომღერალი გამოვიდე და ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მაგარი დღე იქნება ყოველთვის“, – ანდრია ფუტკარაძე.
პირდაპირი ჩართვა: ანდრია ფუტკარაძე – „საბავშვო ევროვიზია 2024“-ის გამარჯვებული; შორენა აბაშიძე – ანდრია ფუტკარაძის დედა.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: