1) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობა CERN-თან
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაფართოების იმ შესაძლებლობებზე, რაც დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC) მიმდინარე CMS ექსპერიმენტის ფაზა 2-ის განახლებისა და მომავლის ციკლური კოლაიდერის (FCC – Future Circular Collaider) რეალიზების სამუშაოებში სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის სამომავლო მონაწილეობას მოიცავს.
სტუმრები: თამარ ლომინაძე – ვიცე რექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორი;
ზვიად წამალაიძე – საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ცერნში, კვანტური ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი.
2) სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია იწყება
- რა არის სეზონური გრიპის ვაქცინის მთავარი უპირატესობები?
- როგორ იცავს ვაქცინა ადამიანების ჯანმრთელობას?
- როგორ მოქმედებს გრიპის ვაქცინა და რამდენ ხანს გრძელდება მისი ეფექტი?
სტუმარი: ალექსანდრე გოგინავა – ექიმი ინფექციონისტი.
3) „ოთარ თაქთაქიშვილი 100“
18 ოქტომბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში, ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.
ცნობილი ქართველი კომპოზიტორის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას ოპერის თეატრის სოლისტები, გუნდი, ორკესტრი და ანსამბლი „რუსთავი“ მიიღებენ.
სტუმარი: შიო აბრახამია – მუსიკისმცოდნე, ქართული მუსიკის მკვლევარი, დირიჟორი.
4) „გახდი ბესტსელერის ავტორი 2025“
კონკურსის მთავარი მიზანია თანამედროვე ქართული მწერლობის პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა.
კონკურსზე მიიღება როგორც რომანი, ასევე მოთხრობების კრებული. ჟანრი და თემატიკა თავისუფალია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, 21 წლის ასაკიდან.
რესპონდენტი: მაია ალუდაური – გამომცემლობა „პალიტრა L“-ის მთავარი რედაქტორი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: