პიკის საათი - 18.09.2024
პიკის საათი - 18.09.2024

1) ქართველი სტუდენტები მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში

რესპონდენტი: მარიამ ღურჭუმელია – ფლექსის პროგრამის მონაწილე

 

2) სასმელი წყლის ხარისხი საქართველოში

რა განსაზღვრავს წყლის ხარისხს?

რა სიხშირით ტარდება წყლის მონიტორინგი?

როგორია შედეგები საქართველოში – დედაქალაქსა და რეგიონებში?

18 სექტემბერი წყლის მონიტორინგის საერთაშორისო დღეა.

სტუმარი: ანა გემაზაშვილი – სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

 

3) ქაშუეთის ღვთისმშობლის ფრესკის ამბავი

„1947 წელს კათალიკოსმა კალისტრატე ცინცაძემ ჩემთვის მეტად მოულოდნელი, მაგრამ დიდად სასიხარულო წინადადება შემომთავაზა: ქაშუეთი უნდა მომეხატა! დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული ეს საქმე, მაგრამ რაკი ნებართვა მივიღე, აღარაფრის წინაშე აღარ მსურდა უკან დახევა“, – ლადო გუდიაშვილი.

სტუმარი: ელისაბედ ლორთქიფანიძე – ლადო გუდიაშვილის ფონდის დირექტორი, მხატვრის შვილთაშვილი.

 

4) გიორგი ცაბაძის საიუბილეო გალა კონცერტი

„გოგი ცაბაძის მუსიკის უნიკალურობა მელოდიურობაში და დრამატურგიაშია, რომელიც ახლავს ამ მუსიკას. მისი ხელოვნება სულ ახალგაზრდაა“.

სტუმარი: მურმან ჯინორია – მსახიობი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: