1) ვიქტორ დოლიძე – 135
„ქეთო და კოტე“ – ვიქტორ დოლიძის კომიკური ოპერა სამ მოქმედებად, რომელიც ამ ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშია საქართველოში.
„მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ დოლიძე ოზურგეთში დაიბადა, ოჯახი მალევე გადმოვიდა თბილისში და დასახლდნენ აბანოთუბანში. ამ ოპერის ორიგინალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ კომპოზიტორმა იმ პერიოდის თბილისში გავრცელებული აღმოსავლური, ქალაქური ფოლკლორი ნაწარმოების მუსიკალური ენის ერთ-ერთ ძირითად მასაზრდოებელად აქცია. თუმცა, მასთან თანაარსებობს ევროპული საოპერო სტილი. შეიძლება ითქვას, რომ თბილისურმა მუსიკალურმა ბოჰემამ კომპოზიტორის მუსიკალური გემოვნება განაპირობა“, – შიო აბრახამია.
ოპერის „ქეთო და კოტე“ პრემიერა თბილისში 1919 წლის 11 დეკემბერს შედგა
„პრემიერაზე, პირველი მოქედების დასრულებისთანავე, პუბლიკა ზურგით შემოტრიალდა და ასეთი შვილის გაზრდისთვის დიდხანს უკრავდა ტაშს ვიქტორ დოლიძის დედას“, – შიო აბრახამია.
რესპონდენტი: შიო აბრახამია – მუსიკოლოგიის დოქტორი.
წამყვანი: ვანო ქიტუაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
2) „სულის მუსიკა“
განსაკუთრებული, ნიჭიერი, გამორჩეული და მუსიკაზე უზომოდ შეყვარებული – ზაზა კილასონია, კომპოზიტორი, რომელმაც ცხოვრებაც და შემოქმედებაც მუსიკას მიუძღვნა.
რესპონდენტი: ზაზა კილასონია – კომპოზიტორი; მსახიობი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
