1) ნუნუ გაბუნია – 82
კომპოზიტორის საეტაპო მნიშვნელობის სიმღერა „ავე მარია“,
მსოფლიოში ნაკვლევ და შესწავლილ 18 „ავე მარიას“ შორის.
მკვლევრებმა ისეთი კომპოზიტორების გვერდით, როგორებიც არიან შუბერტი, ბიზე, სენსანსი და ვერდი, კრებულში ნუნუ გაბუნიას „ავე მარია“ შეიტანეს.
რესპონდენტი: ნუნუ გაბუნია – კომპოზიტორი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
2) 18 ივლისს მსოფლიო ახალი სამხრეთ აფრიკისა და თავისუფლების სიმბოლოს, ნელსონ მანდელას დღეს აღნიშნავს
ნელსონ მანდელა 1918 წელს სამხრეთ აფრიკის ტრანსკეის პროვინციაში დაიბადა, ის ადგილობრივი ტომის ბელადის შვილი იყო, დაბადებისას მას როლიჰლალა დაარქევს, რაც ნიშნავს შემდეგს – ის ვინც თავის თავზე იღებს დარტყმებს.
მან ცხოვრების 67 წელი აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლასა და თანამემამულეთა უფლებების დაცვას შეალია.
მას შემდეგ რაც სახელმწიფო საქმიანობას ჩამოშორდა მანდელა მშობლიურ სოფელში დასახლდა და ბოლო რამდენიმე წელი ნაკლებად ჩდებოდა საჯაროდ, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებდა თვალს.
2009 წლის 11 ნომებრეს კი გაეროს გენერალურმა ანსამბლეამ მიიღო რეზოლუცია 18 ივლისი ნელსონ მანდელას საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო აღიარებს ნელსონ მანდელას მნიშვნელობასა კაციობრიობის ისტორიაში.
რესპონდენტები: ბექა დვალი – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში,
ბაქარ ბერეკაშვილი – პოლიტოლოგი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
3) „წარმოსახვაში მოგზაურობა“
უკრაინაში, ომის გამო, იქ მცხოვრები 8 წლის გაბრიელის, ქვეყნის დატოვების შემდეგ, ბავშვის შთაბეჭდილებებით შექმნილი მინიატურული ამბები ჯერ ბეჭდურ, ილუსტრირებულ წიგნად გამოიცა, ახლა კი, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 9 წლის, ქართველ-ამერიკელი, გაბრიელ ბერნიერის ორენოვანი ზღაპრების ადაპტირებული წიგნის აუდიო ვერსიისა და ანიმაციის პრემიერა გაიმართება.
სტუმრები: გაბრიელ ბერნიერი – ავტორი, გიორგი ლიპარიშვილი – მასწავლებელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
4) სემინარი ქართულიდან ესპანურ ენაზე მთარგმნელებისთვის
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს სემინარი ყოველწლიური გახდეს. ჩვენ უნდა შევქმნათ თარგმანების არქივი, რომელიც წიგნად შეიკვრება და რომელიც კიდევ ერთი საშუალება იქნება ესპანურენოვანი მკითხველისთვის ქართული ლიტერატურისადმი ინტერესის გასაღვივებლად“, – ამბობს მთარგმნელი ლანა კალანდია, რომლის თაოსნობითაც 12-15 ივლისს მწერალთა სახლმა ქართულიდან ესპანურ ენაზე მთარგმნელთათვის სემინარს უმასპინძლა.
სამუშაო სესიების დროს იგი მწერალთან, გამომცემელთან და მთარგმნელთან ვალერია მაილსთან და სემინარის მონაწილეებთან ერთად სათარგმნად შერჩეულ ტექსტებსა და მხატვრულ თარგმანთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავდა.
სტუმარი: ლანა კალანდია – მთარგმნელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: