პიკის საათი - 18.04.2024
პიკის საათი - 18.04.2024

1) როგორ შემოვიდა საქართველოში ევროპული მუსიკა?

სტუმარი: ლევან მიზანდარი – ისტორიკოსი, კომპოზიტორი, მუსიკის მკვლევარი.

 

2) „ქვა“ – ბესიკ ხარანაულის საბავშვო წიგნი

„ჭახ! და მთამ ამომისროლა“ – ასე იწყებს თხრობას სამყაროს შემეცნების გზაზე დამდგარი მოგზაური ქვა, რომელიც ხან ვიღაცის ჩანთაში აღმოჩნდება, ხან მდინარე ჩაყლაპავს, ხან ლამაზ მხარეებს სტუმრობს, ხან დაბინძურებულ ქალაქებს და ბოლოს ვარდის ჩრდილში ჩამოისვენებს.

გამომცემობა „ზოლიანი კატა“ მალე გამოსცემს ბესიკ ხარანაულის (უმცროსის) ახალ სურათებიან წიგნს ბავშვებისთვის.

სტუმრები: ბესიკ ხარანაული (უმცროსი) წიგნის ავტორი;

ნიკი თარხან-მოურავი – გამომცემელი.

 

3) ქართველი სოპრანო ლინა წიკლაური უდინეს საერთაშორისო კონკურსის ნახევარფინალშია

„ჩემმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა იციან, რომ მკაცრი რეჟიმით მიწევს ცხოვრება. საოპერო მომღერალს რისკების უფლება არ გვაქვს. ჯანმრთელობაც უნდა აკონტროლო და მუდმივად განვითარებაზე უნდა იფიქრო.“

ქართველი სოპრანო, ნოდარ ანდღულაძის სახელობის საერთაშორისო კონკურსის გრან-პრის მფლობელი, არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ფინალისტი ლინა წიკლაური იტალიის ქალაქ უდინეს საერთაშორისო კონკურსის ნახევარფინალშია. ამჯერად მას ჩვენი თანადგომა სჭირდება ფინალში გადასასვლელად.

„მომღერლებს მხოლოდ გამარჯვების ინტერესი არ გვაქვს. როდესაც მნიშვნელოვანი კონკურსის ფინალში გადიხარ, შესაძლებლობების მასშტაბიც იზრდება და პერსპექტივაც.“

სტუმარი: ლინა წიკლაური – ქართველი სოპრანო.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: