პიკის საათი - 17.11.2023
პიკის საათი - 17.11.2023

1) ხელოვნური ინტელექტი განათლებაში და შრომის ბაზრის გამოწვევები

ხელოვნური ინტელექტისა და განათლების ურთიერთქმედების მასშტაბების განსაზღვრა;

ხელოვნური ინტელექტის შესაბამისობის დადგენა თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.

სტუმარი: ლილი ბიბილაშვილი – „HR პროფესიონალთა გილდიის“ აღმასრულებელი დირექტორი.

 

2) „ოქროს პეპელა“ 2023

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს პეპელა“ 2011 წლის 1 ივნისს დაარსდა. დაარსებიდან დღემდე ჩატარდა 12 ფესტივალი. ჯამში ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 22 ქვეყნის 2700-მა მონაწილემ.

სტუმრები: ირაკლი ჯაოშვილი – ფესტივალის ორგანიზატორი,

ბადრი კირთაძე – ფესტივალის მონაწილე.

 

3) „შეხვედრა“ – ქართველი და აფხაზი ქალი მწერლების მოთხრობების კრებული

„ჩვენ სტერეოტიპების ოკეანეში ვიმყოფებით და ამის დასაშლელად ახალი ხედვაა საჭირო. ახალ ხედვას კი ახალი გადაწყვეტილებები სჭირდება“.

გურამ ოდიშარიასა და დაურ ნაჭყებიას ინიციატივით გამოიცა ქართველი და აფხაზი მწერალი ქალების მოთხრობების კრებული სახელწოდებით „შეხვედრა“

„ყველა ტყვია დედას ხვდება გულში. ქალი სხვანაირად განიცდის იმ ჯოჯოხეთს, რასაც ომი ჰქვია, ამიტომ, ეს კრებული არა მარტო ლიტერატურული შეხვედრაა, არამედ საზღვრის ორივე მხარეს მყოფი მკითხველისაც, რომლებიც მშობლიურ ენაზე წაიკითხავენ წიგნს“

სტუმარი: გურამ ოდიშარია – მწერალი.

 

4) ფეხბურთი, პოლიტიკა და საბჭოთა საქართველო სტალინის დროს

„უახლესი ისტორიის ცენტრი“ აგრძელებს ლექციათა ციკლს – „საბჭოთა კავშირი: აღზევება და დაცემა“

მომდევნო, რიგით მეთერთმეტე ლექცია, რომელსაც ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი წაიკითხავს, გაიმართება 17 ნოემბერს, 19:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის 317-ე აუდიტორიაში.

ლექცია შეეხება საბჭოთა პერიოდში ფეხბურთისა და პოლიტიკის ურთიერთობას.

დასწრება თავისუფალია.

სატელეფონო ჩართვა: დავით ჯიშკარიანი – ისტორიკოსი.

 

5) გალაკტიონი – 132  

ფრაგმენტი „პიკის საათის“ 2010 წლის 13 ნოემბრის ჩანაწერიდან.

მიკროფონთან მურმან ჯინორია და დავით ევგენიძე.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: