პიკის საათი - 17.10.2024
პიკის საათი - 17.10.2024

1) პირველი არხის ახალი შენობის გახსნა – მარიკა კვალიაშვილი

„როგორც კი არჩილ კერესელიძის „ყელსაბამი“ გაჟღერდა, თავი ვეღარ შევიკავე. ცრემლებამდე აღფრთოვანებული ვიყავი, რადგან გახსნის დღიდან, 18-19 წლის გოგონა რომ ვიყავი, დღემდე ამ არხს უკავშირდება საუკეთესო მოგონებები და საქმე“, – მარიკა კვალიაშვილი.

 

2) პირველი არხის ახალი შენობის გახსნა – ქეთი დუმბაძე

„ალბათ, არ დამიჯერებთ, მაგრამ ეს შენობა მთელი ღამე მესიზმრებოდა – როგორ ავდიოდი კიბეზე, როგორ ვიხედებოდი ნიუსრუმში, როგორი სივრცეებია, როგორი სიმაღლეებია, როგორი დარბაზებია… წარმოუდგენელი რამ ვნახე გუშინ! თქვენ ამ სივრცეში ექსკურსიებს უნდა უმასპინძლოთ. ეს ყველამ უნდა ნახოს!“, – ქეთი დუმბაძე.

 

3) პირველი არხის ახალი შენობის გახსნა – მარიკა დარჩია

„ბედნიერებაა, რომ რაღაც გარკვეული პერიოდი იმ პროგრამაში მოვხვდი, რასაც „პიკის საათი“ ჰქვია!

„რადიოს 100 წლის იუბილეს ახალ შენობაში აღვნიშნავთ“ – ეს რემარკა მომწონს. მადლობა ყველას, ვინც ეს ყველაფერი დაიჯერა და ეს პროექტი რეალობად აქცია!“, – მარიკა დარჩია.

 

4) პირველი არხის ახალი შენობის გახსნა – ნეკა სებისკვერაძე

„მე კოსტავას 68-ში ავიდგი ფეხი. აქ იყო ჩემი პირველი რადიო, თუ ტელეეთერი, მაგრამ ახალმა შენობამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა – ლამაზია, კომფორტულია, აღჭურვილია და იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი არხის წინსვლას შეუწყობს ხელს“, – ნეკა სებისკვერაძე.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: