პიკის საათი - 17.07.2024
პიკის საათი - 17.07.2024

1) ვაჟა-ფშაველას მემორიალური კაბინეტი თსუ-ში

სტუმარი: მამუკა ჭანტურაია – ფილოლოგიის დოქტორი; ივანე ჯავახიშშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმის მენეჯერი.

 

2) „ის 70“ – ირაკლი სუთიძის რეტროსპექტული გამოფენა

„ის“ არის სტილური, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სტილიზებული მხატვარი!

„ის“ არის სერიული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში აკვიატებული მხატვარი!

„ის“ არის მონოთემატური მხატვარი, რომელსაც თავისი დიაპაზონი და რეპერტუარი აქვს. მან ისეთი უნიკალური ტექნიკა შეიმუშავა, რომლის გამეორებაც წარმოუდგენელია.

„ის“ იყო სუფთა და აუმღვრეველი პიროვნება. და ეს აუმღვრევლობა კარგად ჩანდა მის შემოქმედებაში.

ამ ფასდაკარგული ეპითეტების ეპოქაში „ის“ აღმატებული ეპითეტებისთვის არ მემეტება!

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი დროებით საგამოფენო სივრცეში წარმოგიდგენთ ირაკლი სუთიძის რეტროსპექტულ გამოფენას „ის 70“.

გამოფენა 17 ივლისს გაიხსნება და პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება. კურატორი – ქეთევან კორძახია.

რესპონდენტი: დავით ანდრიაძე – კულტუროლოგი, ხელოვნებათმცოდნე, კრიტიკოსი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

3) ფანდურის ქართველი ოსტატი

ფანდური ქართული ხალხური სიმებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტია და ის საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იყო გავრცელებული. წარსულში ის საუკეთესო სამახსოვრო ნივთად ითვლებოდა, რომელსაც ოჯახში თვალსაჩინო ადგილას, კედელზე ჰკიდებდნენ. ზურაბ ღამბაშიძე სკოლის მოსწვალე იყო როცა ამ საკრავით დაინტერსდა და უკვე მრავალი წელია ფანურებს ამზადებს.

რესპონდენტი: ზურაბ ღამბაშიძე – ფანდურის ოსტატი.

ავტორი:ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: