პიკის საათი - 17.02.2023
პიკის საათი - 17.02.2023

1) ტომი VS ჯერი

არსებობს ისეთი მარადიული კითხვები, როგორიცაა – რომელია დაზარალებული ტომი თუ ჯერი?

შენ რომლის მხარეს ხარ?

და არიან თუ არა ისინი მეგობრები? პასუხი კი კითხვაზე იმდენია, რამდენიც ანიმაციის მაყურებელი.

რესპონდენტები: დემეტრე ფარცხავა, გუჯა თვალაბეიშვილი, ქეთი ტაბიძე, დავით ობოლაძე, კატო წულაძე, ნინი ფიფია, ნიკოლოზ სიმონიშვილი, ანი ფიფია, ნიკა გიორგაძე, გიორგი სოფრომაძე, ქეთი ფშაველაშვილი, თორნიკე ლორთქიფანიძე, ანა რეხვიაშვილი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია და ელენე ტუშური

 

2) „ლელოს შთამომავლები“

„კავკასია და, კერძოდ, საქართველო, დიდი ეზოთერული ცოდნის სკივრია. აქვე განიხილება ხალხური თამაშებიც. როცა რაღაცას კარგად ვაკეთებთ, არ უნდა გვიკვირდეს, რომ ამ სიკეთის ფესვები ხალხშია“, – ირაკლი პაპავა.

„ლელობურთის შთამომავლები“ სრულმეტრაჟიანი ეთნო-დოკუმენტური ფილმია, რომელიც გურული ლელობურთისა და  „ყველიერი ფეხბურთის“ ანუ ლელოს ანალოგიური ბრიტანული თამაშის შესახებ მოგვითხრობს.

„ევროპულ  ოჯახამდე მიღწევის ერთ-ერთი გზა ჩვენი ცივილიზებულობის ხარისხია. ეს ფილმი პირდაპირ ამბობს, რომ ქართველი ერი მისი სპორტული წარსულით, და სპორტული წარსული მის სოციალურ წარსულს ნიშნავს, ძალიან ახლოსაა ცივილიზებული სამყაროს ყველაზე დადებით და მისაღებ ნაწილთან. ამით სამყაროს კარნახობ თუ როგორია ქართველი; რომ ქართველები და ინგლისელები ერთად ვვითარდებოდით. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს გასალახად და დასაბომბად სამყაროს დაენანები!“, – ნუგზარ რუხაძე.

სტუმრები: ირაკლი პაპავა – კინოდოკუმენტალისტი,

ნუგზარ რუხაძე – ფილმის მთხრობელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

3) მაიკლ ჯორდანი – 60

– კალათბურთელი, რომლის წესებით შეჩერება თითქმის შეუძლებელი იყო.

– მოთამაშე, რომელიც მოწინააღმდეგეების შთაგონებადაც კი იქცა.

– ათლეტი, რომლის მიღწევებიც სპორტს ცდება.

სტუმარი: გიორგი კომახიძე – კალათბურთის მოყვარული.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: