პიკის საათი - 17.01.2023
პიკის საათი - 17.01.2023

1) შვილები ინტერნეტს მიღმა

სოციალური ქსელის გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე და ხერხები, რომლებსაც მშობლები ბავშვების რეალურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად იყენებენ.

„იყავით შვილების მეგობრები“ – ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს.

რესპონდენტები: ქეთევან ამირბარი, მარიამ დემურიშვილი, თამუნა სიმონგულაშვილი, მირიან ჯუღელი – მშობლები.

პაატა ამონაშვილი – ფსიქოლოგიის მეცნიერების დოქტორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

2) გზაზე ერთი მარტოკაცი მიდიოდა

14 იანვარს გორშეღმის ხეობის მარტოკაცი მიხა არაბული გარდაიცვალა, რომელიც მისი უკანასკნელი სურვილისამებრ 15 იანვარს მშობლიურ სოფელში, ორბეულთაში დაკრძალეს.

ერეკლე უგრელიძე მიხა პაპას ჯერ კიდევ 1992 წლიდან იცნობდა და მშობლიურ სოფელშიც მან დააბრუნა.

რესპონდენტი: ერეკლე უგრელიძე – მიხა არაბულის მეგობარი.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

3) „კრეპის უკანასკნელი ფირი“

„მოხეტიალე მთვარის თეატრის“ სპექტაკლი „კრეპის უკანასკნელი ფირი“ ეძღვნება მსახიობ მარლენ ეგუტიას, რომელიც სწორედ მოხუცი კრეპის როლს ასრულებდა ამავე სახელწოდების სპექტაკლში (პრემიერა შედგა 2012 წელს მარჯანიშვილის თეატრის სხვენში). ამჯერად მაყურებელი ამ სპექტაკლის აღდგენილ, თოჯინურ ვერსიას იხილავს.

მოხუც კრეპს 69 წელი შეუსრულდა. იგი შემთხვევით აღმოაჩენს მის 30 წლის წინანდელ ჩაწერილ აუდიო ფირს, რომლის მოსმენისას ახსენდება მისი განვლილი ცხოვრება, მივიწყებული ახალგაზრდობა, თავისი ცხოვრების სიყვარული, ბედნიერება თუ დაკარგული შესაძლებლობები. ამით იგი ერთგვარ შეჯამებას აკეთებს თავისი ცხოვრების და ხვდება თუ რა არის ადამიანის ყოფის არსი და საზრისი.

სტუმრები: ნიკოლოზ ლუარსაბიშვილი – რეჟისორი და ნინო ნამიჭეიშვილი – თოჯინის შემქმნელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

4) საქართველო წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ინდოეთში

გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მენეჯერი გვანცა ჯობავა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტის ამპლუაში პირველ ოფილციალურ ვიზიტად იმყოფება ინდოეთში, ჩენაის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე .

ბაზრობას უკვე ეწვია მილიონზე მეტი ადამიანი. ეს პლატფორმა  მასშტაბური შესაძლებლობაა ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისათვის.

სატელეფონო ჩართვა ინდოეთიდან: გვანცა ჯობავა – გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

5) #ბუბა – უკანასკნელი მეფაიტონე არ მიატოვებს თბილისს

მუსიკოსი დავით ევგენიძე ბუბა კიკაბიძეს ლექსით ემშვიდობება:

„ბუმბერაზები წავიდნენ დაპატარავდა თბილისი…

აღარც პავლე გვყავს მედროგე ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის

არ დაიდარდო რადგანაც – ის ჩვენ გულებში დარჩება

სიკდილი მხოლოდ ხიდია – მწამს სიყვარული არ ცვდება…

ასწლეულები ჩაივლის ვინ დაივიწყებს იმ კინოს –

ისევ სიყვარულს დაეძებს შეყვარებული მიმინო…

წლები გავა და ქალაქში მაინც ივლის და ივლის –

უკანასკნელი მეფაიტონე არ მიატოვებს თბილისს…“

რესპონდენტი: დავით ევგენიძე – მუსიკოსი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: